საზოგადოება

ლოცვა, რომელიც საშობაო ღვეზელის მირთმევამდე უნდა წარმოვთქვათ

გურული ღვეზელი

სანამ შობა დადგებოდეს, გურიის ყველა ოჯახში, უიშვიათესი გამონაკლისის გარდა, ცხვება საშობაო ღვეზელი. ეს არის ცომში ჩადებული ყველი და კვერცხი, რომელსაც ნახევარმთვარის ფორმა აქვს. არსებული ვერსიების მიხედვით, გურული ღვეზლის მთვარის ფორმა წარმართობის გადმონაშთია და ციური სხეულების სიძლიერის ხაზგასმაა; ხოლო ცომში ჩატანებული კვერცხი ხვავის , ბარაქის, ოჯახის სიმტკიცისა და გაუტეხელობის სიმბოლოდ არის გააზრებული. შობა დილით, სანამ ღვეზელი გაიჭრება, ოჯახის უფროსი დიასახლისი ოჯახის წევრებს ხელებს ააწევინებს და მუცლის გარშემო წრიულად შემოატარებს ღვეზლებს თანდართული შელოცვით ,, …ს მუცლის სატკივარი, გულის სატკივარი, თავის სატკივარი … აღმა ქარს, დაბლა წყალს, გამფრინვალე ჩიტს , სანამ აგი ( ღვეზელზე მოტეხილი ყური) არ გამეიღოს ცეცხლიდან და არ შეჭამოს, მანამ არაფერი ეტკინოს’’ , შემდეგ ღვეზელს ყურს გადაუტეხავს და ცეცხლში შეუძახებს. შენალოცი ღვეზლის შენაცვლება არ შეიძლება, მისი მირთმევის ხელმწიფება მხოლოდ მას აქვს, ვის სახელზეც შეილოცა.
ღვეზლის ტრადიაციასთან ერთად გურიამ ძალიან ბუნებრივად შეითვისა შობა ღამით ფანჯარასთან სანთლის დანთების ტრადიციაც, რომელიც საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შემოიღო , ნიშნად ღვთისმშობლის მოხმობისა საკუთარ ოჯახებსა და გულებში.

წყარო: პოეზიის 5 წუთი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close