ეკონომიკა

ლილოში ქარის ელექტროსადგურის აშენება იგეგმება

ლილოში შესაძლოა ქარის ელექტროსადგური აშენდეს.
BGEO ჯგუფის შვილობილმა „კავკასიის ქარის კომპანიამ” სახელმწიფოსგან დიდ ლილოში მდებარე 31 395 კვ.მ. მიწის ნაკვეთი უკვე შეიძინა. ქონებაში კომპანიამ 76 000 ლარი უნდა გადაიხადოს.

„კავკასიის ქარის კომპანია” საქართველოში ქარის სადგურის აშენებას 7 ლოკაციაზე გეგმავს. ამ მიზნით, კომპანიამ მცხეთასა და თერჯოლაში მიწის ნაკვეთები უკვე შეიძინა.

განახლებადი ენერგიის სადგურებში 1 მგვტ-ზე საშუალო ინვესტიცია 1-1.5 მლნ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ #BGEO ჯგუფი მზის ელექტროსადგურების აშენებასაც გეგმავს.

წყარო: GBC.ge – ბიზნესი და ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close