პოლიტიკა

რაზე ესაუბრა ეკა ბესელია ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს?

უსაფრთხოების კუთხით ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები და საკონსტიტუციო ცვლილებების არსი განიხილეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, როზარია პუილისის შეხვედრისას. უსაფრთხოების მიმართულებით უკვე განხორციელებული რეფორმებზე მსჯელობისას, ეკა ბესელიამ უცხოელ სტუმარს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფის ინსტიტუციური ცვლილებები გააცნო და ამ მიმართულებით, ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოების ინტერესებს შორის ბალანსის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„როზარია პუილისთან შეხვედრაზე ის კონსტიტუციური რეფორმები განვიხილეთ, რომლის იმპლემენტაცია უნდა მოხდეს. შეხვედრაზე ვისაუბრეთ მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე და   ძალოვან სტრუქტურების იმ ახალ სტანდარტებზე, რომელსაც პარლამენტი უსაფრთხოების კუთხით ავითარებს. ოფისის წარმომადგენლს ის ცვლილებებიც გავაცანი, რომლებიც უსაფრთხოების კუთხით ბოლო წლებში განვახორციელეთ, როდესაც შსს და უსაფრთხოების სამსახური გაიყო. სტუმართან სამომავლო გეგმებიც განვიხილეთ, რომლებიც  საკონტროლო ფუნქციის გაძლიერებას და საპარლამენტო მანდატის ეფექტურად გამოყენებას ეხება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close