საზოგადოება

ლელა რაზიკაშვილი: არ მჯეროდა თუ მე ამას მოვესწრებოდი!

,,ზოგჯერ ისეთები ხდება, რაზეც ვერც იოცნებებ და ვერც წარმოიდგენ..."

ჩემს წინ ერთი ახალგაზრდა ქალი გაჭირებული ინგლისურით ელაპარაკება მარკეტის მოლარეს, სინამდვილეში რუსია, ბავშვმა გაყიდა. მოლარეს ინგლისურსაც არ ულხინს, მაგრამ მტკიცედ უდგას ოკუპანტის ენას. მერე ის გოგო ბავშვთან ერთად თავდახრილი გადის მაღაზიიდან და მოლარე, რომელმაც რუსული აშკარად უკეთ იცის ვიდრე ინგლისური, შვებით ამოისუნთქებს.
მე ვუყურებ ამ ამბავს და მეცინება…
მთელი ჩემი ბავშვობა მჯეროდა დაუჯერებელი ამბავი, რომ ტელევიზორიან ტელეფონს გამოიგონებდნენ ოდესმე, მაგრამ იმას ვერაფრით დავიჯერებდი და წარმოვიდგენდი, რომ, რუსებს საქართველოში თავიანთ ენაზე საუბრის შიში და სირცხვილი ექნებოდათ ერთად!
აი ეს ამბავი, ტელევიზორიან ტელეფონზე უფრო მეტად კი მინდოდა, მაგრამ არ მჯეროდა თუ მე ამას მოვესწრებოდი!
და აგეე, კი მოვესწარი… ზოგჯერ ისეთები ხდება, რაზეც ვერც იოცნებებ და ვერც წარმოიდგენ…
ხოდაა, არავისი პესიმიზმის გაგონება არ მინდა!
ყველაფერი იქნება მაგრად! ისე გავიმარჯვებთ როგორც დაგიბარებიათ!
დიდება სამშობლოს და დიდება გამარჯვებას!
მაგასაც მოვესწრები!
წერს ფბ საკუთარ გვერდზე ვაჟა ფშაველას ფონდის თავმჯდომარე, ვაჟას შთამომავალი, ლელა რაზიკაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close