,,ლევანის ოჯახმა აღმოაჩინა, რომ მდგომარეობა იმაზე მძიმე იყო, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა”
ლევან კახიძე- ქართველი „საოცრება“
ერთი კვირის წინ გავრცელდა ლევანის შესახებ ინფორმაცია,რომელსაც თან ბავშვის მძიმე სურათი ერთვოდა.მოგეხსენებათ,სურათი იმდენად არარეალური ჩანდა(ამობეჭდილ სურათზე გადაღებული),რომ „დედების ფონდმა“ გადაწყვიტა მისი მოძებნა და ინფორმაციის გადაზუსტება.
ლევანის ისტორია ასეთია:
დაიბადა 2015 წლის 4დეკემბერს სახის მრავლობითი ანომალიებით – მგლის ხახა,კურდღლის ტუჩი.რამდენიმე თვე გაატარა სამშობიაროს რეანიმაციულ განყოფილებაში და რადგან ექიმები დარწმუნდნენ, რომ ლევანის ანომალია ხელს არ უშლიდა მის ჯანმრთელობას, ბავშვი სახლში გაწერეს.
სახლში ყოფნისას ოჯახმა აღმოაჩინა, რომ მდგომარეობა იმაზე მძიმე იყო ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა.ზრდასთან ერთად გამოიკვეთა დეფორმირებული ზედა ყბა,რომელიც ხელს უშლიდა ღეჭვას,ყლაპვას და პირის ბოლომდე დახურვასაც კი.ორივე თვალის ქუთუთოს ანომალიის გამო ლევანს თვალები მძინარე მდგომარეობაშიც კი ნახევრად ღია რჩებოდა.
ლევანის საზოგადოებაში გამოჩენა არ უყვარს,ურჩევნია სახლში იყოს და ნათესავ პატარებთან ითამაშოს. 2წლის ასაკიდან შეამჩნია,რომ განსხვავებული იყო და განსხვავებულად აღიქვამდნენ სხვებიც. საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქციების,ხშირად დაცინვის,ზოგჯერ კი დაჩაგვრის გამო ოჯახმა გადაწყვიტა ლევანისთვის ოპერაციის გაკეთება.
ოპერაცია,რომელიც 2017წლის ივნისში უნდა ჩატარებულიყო,ვერ ჩატარდა თანხის უქონლობის გამო.
6000₾ დან სახელმწიფომ არაფერი დააფინანსა,რადგან მსგავსი ოპერაცია თურმე(!) მიეკუთვნება პლასტიკურ ქირურგიას და საქართველოს ჯანდაცვა არ აფინანსებს..
დღეს ლევანი კვლავ აგრძელებს ცხოვრებას.მაგრამ ქვედა ქუთუთოების ანომალიის გამო დიდი საშიშროებაა თვალის კაკლების დაზიანების.სასწრაფოდ უნდა მოხდეს ოპერაციის გაკეთება.
ლევანს ჩვენი იმედი აქვს..ჩვენ უნდა შევძლოთ,რომ პატარა ბიჭმა იცხოვროს ჩვეულებრივი ადამიანივით,არ იყოს მუდმივად თითით საჩვენებელი და დაჩაგრული.
დაგვეხმარეთ,რომ ლევანის ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ.
დანიშნულებაში მიუთითეთ „ლევანი“
www.pondi.ge ჩვენი დონაციის საიტი და უმარტივესი გადახდის მეთოდი სახლიდან გაუსვლელად, როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ( VISA, MASTERCARD).
ჩარიცხვა აპარატიდან:
თი-ბი-სი ფეის აპარატებში ვირჩევთ “სხვადასხვა”-> “ქველმოქმედება” -> “დედების ფონდი”
სხვა დანარჩენი აპარატებიდან:
საბანკო მომსახურება -> იურიდიული პირი -> პირადი ნომერი 01003016433 -> დაბადების თარიღი 05.08.1986 -> ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი (გააჩნია რომელ ბანკში რიცხავთ).
საიდენტიფიკაციო კოდი: 400178419
საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები :დედების ფონდი
საქართველოს ბანკი
GE46BG0000000689979800
თიბისი ბანკი:
GE17TB7174136080100007
ხალიკ ბანკი:
GE08HB0000000000473608
ლიბერთი ბანკი
GE22LB0115121073654001
ტერა ბანკი
GE61KS0000000360801210
ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან
1 ლარი0901700483