ლაშა ჩხარტიშვილი: ვაზაგაშვილების მკვლელებს ივანიშვილი მფარველობს !
ლაშა ჩხარტიშვილი, ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი:
_ დღეს ათობით პოლიციელის მიერ, ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საჯარო დახვრეტის მე-13 წლისთავია ! ! აშკარაა, რომ დღესდღეობით თავად ივანიშვილი მფარველობს მათი, ასევე საკუთარი შვილის საფლავზე აფეთქებული იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შემსრულებლებსა და დამკვეთებს ! ამას ადასტურებს ის, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც კი, უკვე 7 წელია, დაუსჯელია ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის შემსრულებელთა, დამკვეთთა და მფარველთა დიდი უმრავლესობა, ასევე, უკვე 4 წელია გამოვლენილიც კი არაა, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ორგანიზატორი ! აღნიშნულ მკვლელობებში დამნაშავე პირების უმრაველოსობა კი, დღემდე მაღალ თანამდებობებს იკავებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში ! მათ შორის, დალაქიშვილი, მირზოევი, სამარღანიშვილი, კვინიკაძე და კიდევ მრავალი სხვა ! ! სწორედ ასეთი განუკითხაობისა და დაუსჯელობის შედეგია ის, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში, ბევრი ადამიანის სიცოცხლე, დაუსჯელად შეიწირეს სამართალდამცავებმა, მოხელეებმა და მათთან დაახლოებულმა პირებმა, მათ შორის თამერლან მაჩალიკაშვილი, დავით სარალიძე და სხვა… ფოტოზე: პოლიციელების მიერ დახვრეტილი მანქანა, რომელსაც 800-ზე მეტი ტყვია მოარტყეს, ასევე იური ვაზაგაშვილი და ლაშა ჩხარტიშვილი სააკაშვილის რეჟიმის იმ მსხვერპლთა მემორიალის გახსნაზე, რომელთა მკვლელთა აბსოლუტური უმრავლესობა დღემდე დაუსჯელია და სხვათა სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს !