,,ლავაში ბარაქის საზომი იყო… _ წააკითხეთ ბავშვებს და გიდებს”
ესმა კუნჭულია, ჟურნალისტი
#ესმუზეუმია პურის ენა
წააკითხეთ ბავშვებს და გიდებს. ქართული პურის კვლევა თითქმის დავასრულეთ .
მიუხედავად იმისა, რომ XXI საუკუნის საქართველო უამრავ უცხოური სახელის პურს იცნობს (და იმახსოვრებს), შოკიდან ვერ გამოვდივარ, რაც რამ ისტორიულ წიგნებში ვიპოვე და შევკრიბე!!!
ასე ცალკე პურის ამბების მეცნიერული კვლევის დაჩქარება ერთი ფრანგი მკვლევარის ჯგუფიდან გადამედო. არსებობს ჯგუფი, სადაც პურის ისტორიის ამბებს წერენ და არაფერს ქართულზე;))) 2 წლის წინათ ჩემი გურული გრანდიოზული ღვეზელის ფოტო გავუგზავნე და შოკში ჩავაგდე;))) არაფერი იცოდნენ პურში ჩამწყვდეული მთელი კვერცხების შესახებ;))) მერე და მერე სულ მთაგავდნენ და მთხოვდნენ ქართულ პურზე მესაუბრა!!! ასე გავაცანი ნაწილ-ნაწილ ხორბლის ერთ-ერთი სამშობლოს, საქართველოს პურის ამბები;)))
ჰოდა, დავჯექი და საგულდაგულოდ ამოვჩხრიკე ისტორიიდან ქართული პურის თავგადასავალი: პურის ენა, პურის ლექსიკონი, პურის ნივთები, პურის წესები, პურის რეცეპტები, პურის საფუარის ნაირსახეობები, პურის მონაწილობა სხვადასხვა წმინდა რელიგიურ ან წარმართულ და ცრურწმენულ ტრადიციებში!!!
დღეს 2 საათი ვუამბობდი #ლევანქოქიაშვის რა სიმდიდერა მის მშობლიურ კახეთში პურის ამბავშიი;))) და არა მხოლოდ კახეთში!!! დანარჩენ საქარველოშიც სასწაული პურის სურნელი ტრიალებს;)))
პურს ჰქონია თავისი ენა, თავისი გრამატიკა, თავისი ზმნები და მეტაფორები!!!!
პური არა მხოლოდ „საწესო“ საკვები იყო, რომელიც წმინდა რელიგიურ თუ ცრურწმენის რიტუალებში ამონაწილევებდა ძველი ქართველი, არამედ ის იყო ქართველისთვის სულიერი…
აი, თუ არა: საძოვრებზე გასული მწყემსი უხაშო (უსაფუარო) მაგარ ცომს ზელდა და იმას აცხობდა. მეცხვარეები ცომს ღამით გადაქექილ ნაცარში „ჩასვამდნენ და დილით ააყენებდნენ“.
პურს ჰქონდა თავისი სახლი: ხის ჩუქურთმებიანი კიდობანი, სადაც 1 კვირის მარაგ პურს ინახავდნენ. პური კვირაში ერთხელ ოჯახებში ცხვებოდა და იმდენი, რა სიდიდისაც იყო ოჯახი. ზოგი 1 თონეს, ზოგი – 2-ს, ზოგი – 3-ს თონეს აცხობდა. მთავარი კი, ის იყო, რომ – 1 კვირის მარაგი დაეგროვებინათ.
ძველი ქიზიყელი ქალები ჰყვებოდნენ: „1კვირამდე სხვა საქმეზე ვფქრობდით, პური რომ აღარ გვქონდა საცხობი“.
ჰოდაააა, საწესო-საწესოდ და ისე არარიტუალური პურების რაოდენობამ გადამრია….
სულხან საბას სიტყვის კონის პურების გარდა მარტო კახეთში ჩვეულებრივი (არასაწესო/არარიტუალური დატვირთვის) 22 სახელის პური არსებულა.
ამ ყველაფერს ჩემს წიგნში მალე წაიკითხავთ!!!!
მანამდე კი, ერთ ამბავს გეტყვით ლავაშზე: ხომ ასეთი ნაცნობი სახელია და ყველამ ვიცით, მაგრამ ეს არა მხოლოდ ქართველებმა იცოდნენ.
ლავაში „მიგრაციული კერძია“ და მთელს წინა აზიაში აცხობდნენ. კონკრეტულად კავკასიაში 4 სახის ლავაშია ცნობილი: ქართული ლავაში, სომხური ლავაში, აზერბაიჯანული ლავაში და აისორული ლავაში.
რომელი როგორი იყო ფოტოებზე კი ხედავთ და სულ სხვა რამის თქმა მინდა.
ამ პურეულს ყველას საკუთარი ხელწერა ჰქონდა, მაგრამ ქართული ლავაში ადრევე გამოეყო წინააზიაურ პურებს და საკუთარი ხელწერაც დაიმკვიდრა.
ლავაშზეც უხვად გვხვდება სახელები და აქაც აქტიურად მუშაობს ისტორიული პურის ენა: ანუ ლავაშის პარალელური სახელებია – ფაფხაჭა, უდიერი, მუცელგანიერი, მადაური, იყალთოური, გარეჯული და სხვ.
ლავაში აუცილებლად თონეში ცხვებოდა – 5,7,9 ან 11 ცალი!!! ანუ ლავაში აუცილებლად კენტი უნდა ყოფილიყო, წყვილი ლავაში არ შეიძლებოდა.
პირველ ლავაშს გარეთ არ გაიტანდნენ, შინ უნდა ეჭამათ. თუმცა წესი იყო, როც ცხელ-ცხელი ლავაში მეზობლებისთვის დაერიგებინათ. „გაუგზავნელობა სირცხვილი იყო“;
გაგზავნის დროს ლავაშს ყუას წაატეხავდნენ, ბარაქა თან არ გაჰყვესო; ყველა გაყიდულზე ან გაცემულზე იცოდნენ ბარაქის მომხობა (ქიზიყი);
როცა შინაურ პურებს აცხობდნენ, ერთ-ორ ლავაშს „ხილათ მიაკრავდნენ“ (შიდა კახეთი);
„ჭირში და ლხინში სულ ლავაში უნდა გვქონოდა, ლავაში იყო საქორწინო და საჭირბოროტო“ (კახეთი);
ლავაშს ჯერ ლაფათაზე გადააწვენდნენ და მერე გახურებულ თონის კედელზე მიაკრავდნენ.
სიჩქარეში ხელით აკრავდნენ, ყველა კომლს არ ჰქონდა ლაფათა. ჩქარ-ჩქარ ლავაშს, ხელით მიკრულს ერქვა – მადაური!!!
ჰოდა ასე, პურის ენამ ლაპარაკი იცის, პურის ენა ჰყვება ისტორიას, წესებს, ამბებს წარსულიდან.
ლავაში იყო ლხინის და ჭირის აუცილებელი პური. ლავაში იყო საქორწინო და საჭირბოროტო.
ლავაში „ბარაქის“ საზომიც იყო, თავისი მისტიკური ცრუ-რწმენებით. ამ სახალხო და არა რელიგიურ წესებში მე ძველი ქართველები რამდენიმე თვისებას ვკითხულობ:
1) ძველ ქართველს წესად ჰქონდა მეზობელთან ძღვენის გადატანა; აი, თუ არა: როგორი მეზობლობა და გატანა იცოდნენ ძველად – „გაუგზავნელობა სირცხვილი იყო“!!!
2) ძველ ქართველს სჯეროდა ბედნიერი ციფრების / ამ შემთხვევაში კენტის და ლუწის;
3) ძველ ქართველი „ბარაქის“ წესებს იცავდა;
მე ვუსმენ პურის ენას, ის უბადლო მთხრობელია!
ქატო – იქა, ფქვილი – აქა