საზოგადოება

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან 3-5 მეტრში მეუფე ანდრია სახლს აშენებს -ატენის სიონი საფრთხეშია!

ატენის სიონიდან 3-5 მეტრში მეუფე ანდრია სახლს აშენებს. ატენის სიონთან ძალიან ახლოს მიმდინარე მშენებლობის შესახებ ,,ევრონიუსმა” მის ხელთ არსებული ინფორმაცია დაპირებისამებრ გადაამოწმა და დააზუსტა, რომ ატენის სიონიდან 3-5 მეტრში მიმდინარე მშენებლობაზე ნებართვა ნიკა ანთიძის უწყებას -კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გასულ წელს აქვს გაცემული. ეს დოკუმენტაცია უახლოეს დღეებში გვექნება და აუცილებლად გამოვაქვეყნებთ.

ასევე, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ უახლოეს პერიოდში მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით გარკვეული პირები სასამართლოს მიმართავენ. ამის შესახებ მათ თავად განგვიცხადეს. მათთან ოფიციალურ კომენტარს ჩავწერთ და გამოვაქვეყნებთ მას შემდეგ, რაც ისინი მიიღებენ ატენის სიონის გვერდით მიმდინარე მშენებლობის შესახებ სააგენტოში გაცემულ ნებართვას.

ატენის სიონის სიახლოვეს მშენებლობა ჯერ კიდევ რვა წლის წინ დაიწყო, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. მაშინ ითქვა, რომ საპატრიარქოს გადაწყვეტილებით აქ უნდა აშენებულიყო სამონასტრო კომპლექსი, ახლა კი, სრულად სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რომელსაც ძალიან მალე ავხდით ფარდას და დოკუმენტურად დავადასტურებთ.

ამჯერად ნახეთ 2009 წლის 24 სექტემბერში გადაღებული სიუჟეტი და  დარწმუნდებით, რომ ,,ევრონიუსი” არ ცდება….

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close