საზოგადოება

ატენის სიონი შეიძლება კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოვარდეს

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც დღე-დღეზე იუნესკოს წინაშე უნდა წარგვედგინა და იმაზე გვეზრუნა, რომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში მომხვდარიყო, როგორც შევიტყეთ, იერსახეს კარგავს და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდანაც შეიძლება ამოვარდეს, იუნესკოს სიაში მოხვედრაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.

VII საუკუნეში აშენებული ატენის სიონი მდებარეობს მდინარე ატენთან ახლოს, ფრიალო კლდის საგანგებო საყრდენი კედლით გამაგრებულ ბაქანზე. ატენის სიონი ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძარია და მცხეთის ჯვრის არქიტექტურულ გეგმასა და ფორმებს თითქმის იმეორებს. ეს უნიკალური ტაძარი ნაგებია მომწვანო-მონაცრისფრო ქვიშაქვის თლილი კვადრატებით. ტაძრის კედლებზე შემორჩენილია სხვადასახვა დროის ქართული ასომთავრული წარწერები, რომლებშიც სხვადასხვა ისტორიული პირები არიან მოხსენიებულნი. გამოვლენილ წარწერათაგან უძველესი VII საუკუნითაა დათარიღებული. ატენის სიონის მოხატულობა სხვადასხვა პერიოდისაა. ტაძარი პირველად მერვე საუკუნის პირველ ნახევარში მოიხატა, შემდეგ მეთერთმეტე საუკუნის მეორე ნახევრში და ბოლოს მეთხუთმეტე საუკუნეში. საბჭოთა კავშირის დროს, კერძოდ, სამოცდაათიან წლებში დაიწყო ატენის სიონის ინტენსიური სარესტავრაციო სამუშაოები, ტაძრის ფასადების ქვედა მონაკვეთის, გუმბათის სახურავის, მხატვრობის გამაგრება-შენარჩუნების მიზნით. ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში ჩაიქცა ის ხელოვნური ბაქანი, რომელზეც ტაძარია დაშენებული. მრავალი წელია ატენის სიონის გარშემო და შიგნით ხარაჩოებია გაკეთებული – გამოფიტულ ქვებს კირით ავსებენ და ფრესკებს ამაგრებენ.

შეგახსენებთ, რომ ატენის სიონთან ძალიან ახლოს, სამ, მაქსიმუმ ხუთ მეტრში მშენებლობაა დაწყებული. ამის შესახებ ინფორმაცია და ვიდეომასალა “ევრონიუსს” ადგილობრივებმა მოაწოდეს. მშენებლობასთან დაკავშირებულ ჩვენს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას ვაზუსტებთ და ვრცელ მასალას შესაძლებლობისთანავე შემოგთავაზებთ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close