საზოგადოება

,,კრიტიკული დამოკიდებულებით უფრო დავეხმარებით ჩვენს სახელმწიფოს, ვიდრე გასაპნული კომენტარებით”

ირმა ინაშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი:

_ ჩვენი ფეისბუქ-საზოგადოების ნაწილს ერთი უცნაური თვისება გამოუმუშავდა. ყურს მოჰკრავენ,- ესა და ეს მინისტრი პრემიერად ინიშნებაო და იწყება ამ კონკრეტული მინისტრის ხოტბა-დიდება. მალე სწორედ ამ პროცესის მომსწრენი ვიქნებით. არც მისი აზროვნება აინტერესებთ, არც ინტელექტუალური შესაძლებლობები, არც სისტემის გააზრებული სტრატეგია, არც კომპეტენცია, არც განათლება, არც სხვა დანარჩენი ფაქტორები. მიდის გახურებული ქება. გულისამრევი ქება. ეს ნაწილი კიდევ სხივებად იშლება. ერთი მიმართულება წინასწარ იმზადებს მომავალი პრემიერის კეთილგანწყობას, რომ მატერიალურად და თანამდებობრივად დაწინაურდეს.

 როგორც წესი, ასეთ ენთუზიასტებს მომავალი პრემიერები სამუდამოდ კარს ურაზავენ. მეორე- უბრალოდ, გულუბრყვილოა. ხედავს, სხვები აქებენ და ფიქრობს,- მე რატომ უნდა ჩამოვრჩეო. ასეთები მომავალი პრემიერისთვის თითქოსდა “უცნობ გმირებად” რჩებიან. იგივე ხდება იმ პირების გარშემო, რომელთა დასახელებასაც ჩვენს ქვეყანაში ან პრეზიდენტის პოსტზე აპირებენ, ან დიდი ქალაქების მერების პოსტზე… იწყება, მაგრამ რა იწყება.

 კაცს უყურებ. სრულიად უმეტყველო სახე აქვს. გიმტკიცებენ, რომ სიმპატიური და ჭკვიანია. კაცს უსმენ, იდიოტია. გიმტკიცებენ, რომ საოცარი გამოსვლა ჰქონდა. კაცს აკვირდები საქმეში, ხელ-ფეხის კოორდინაციას ვერ ახერხებს და გინდა თუ არა, უაღრესად კარგი მენეჯერიაო. აი, ასეთი “მენეჯერების” “აშენებულ” ქვეყანაში ვცხოვრობთ დღეს.

სულ ცოტა ხანში სერიოზული საკადრო ცვლილებები დაიწყება და დაიმახსოვრეთ ამ პოსტის შინაარსი. “ასეთი კაცი, ისეთი კაცი” და ბოლოს?
თუ ქვეყანა გვიყვარს და ვიცი, რომ გვყვარს, ცოტა მოვთოკოთ ეს ვაზელინობა ჩვენში. ამ მოზომილი, ფრთხილი, კრიტიკული დამოკიდებულებით უფრო დავეხმარებით ჩვენს სახელმწიფოს, ვიდრე გასაპნული კომენტარებით.

P. S. ისე, ვაზელინობაში გაწაფულებს დიდიხანია უნდა აღმოეჩინათ, რომ ეს ხელისუფლება სწორედ მათ მეხოტბეებს, მხარდამჭერებს თუ მოკავშირეებს ანადგურებს და მურუსიძესა და ბოკერიასთან ძმაკაცობს. ვინც ეს ვერ აღმოაჩინეთ, ყველაფერი წინ გაქვთ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close