პოლიტიკა

,,კრემლმა წარადგინა ულტიმატუმი იმის თაობაზე, რომ საქართველო არ იქნას მიღებული ნატოს შემადგენლობაში”

,,მოვუწოდებ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ნატოს, ევროპის კავშირს, არავითარი მოლაპარაკება რუსეთთან საქართველოს საკითხზე, საქართველოს გარეშე"

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ სანამ მმართველი რეჟიმი დაკავებულია სახელმწიფოებრიობის განადგურებით, გარეთ წყდება საქართველოს ბედი, ასევე არცთუ სასიკეთოდ. კრემლმა წარადგინა ულტიმატუმი იმის თაობაზე, რომ საქართველო არ იქნას მიღებული ნატოს შემადგენლობაში, მის ტერიტორიაზე არ განლაგდეს ამერიკული სამხედროს ინფრასტრუქტურა, რაც ნიშნავს ჩვენი ქვეყნის სამუდამო დაშლას, ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე. მე მოვუწოდებ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ნატოს, ევროპის კავშირს! არავითარი მოლაპარაკება რუსეთთან საქართველოს საკითხზე, საქართველოს გარეშე. აღნიშნული საკითხები შეიძლება განხილული იქნეს და გადაწყდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ტერიტორიას დატოვებენ რუსეთის შეიარაღებული ძალები, მათი სამხედრო ბაზები, მოსკოვი აღიარებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, მოგვცემს უსაფრთხოების გარანტიებს. მხოლოდ ამ შემთხვევებში შეიძლება იქნეს განხილული ეს გეო-პოლიტიკური თემა, რომელიც ჩვენს გარეშე კონსულტაციების დონეზე იხილება უნდა ყველას ახსოვდეს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა შეეწირა რუსეთ-დასავლეთის გეო-პოლიტიკურ დაპირისპირებას. ჩვენ გავხდით ამ დაპირისპირების მსხვერპლი და მსხვერპლის, დაზარალებულთან შეთანხმების გარეშე გარეშე რაიმე საკითხების გადაწყვეტა არც დიდ პოლიტიკაში მოსულა, არც გეო-პოლიტიკაში არც სამოქალაქო, სამართლებრივ და ადამიანურ ურთიერთობებში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორები, სტრატეგიული მოკავშირეები გააკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ ყოველგვარი მოლაპარაკება და შეთანხმება განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს ტრიტორიული მთლიანობის სრული აღდგენით, მისი აღიარებით და რუსეთის საოკუპაციო ჯარების ერთხელ და სამუდამოდ გასვლით, ჩვენი ქვეყნიდან.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close