სხვა

„კრემი, რომელიც ზურგზე არასოდეს დაეცემა!“

ამ რეცეპტით მომზადებული მყარია მოსართავად და გასალესად იდეალურია

„მოვამზადე კრემი, რომელიც ცხოვრებაში ზურგზე არ დაეცემა, იდგება და იდგება მყარად. მდგრადი კრემი, რომელიც ბრძოლის ველზე არ ეცემა“, – ასე იუმორით წერს ნათია თენაძე და რეცეპტს გვთავაზობს:
.
ბეზეს კრემი კარაქით
6 ცალი კვერცხის ცილა და 20 ს.კ შაქარი შემოვდგი ორთქლზე და ვურევდი განუწყვეტლივ 10 წთ. გადმოვიღე და მაღალ სიჩქარეზე ამოვიყვანე მწიკვ მარილთან ერთად გამყარებამდე.  დარბილებული მქონდა კუბიკებად დაჭრილი კარაქი 250 გრ და სათითაოდ შევათქვიფე. თითქოს მოეშვა, გაწყალდა კრემი, მაგრამ არ შეშინდეთ, გააგრძელეთ თქვეფა გამყარებამდე. ვანილი გემოვნებით. არის მყარი მოსართავად და გასალესად იდეალურია“. 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close