საზოგადოება

,,კომპანია ,,თელმიკომ’’ ხელისუფლებასთან ერთად გაძარცვა ჩვენი თანამოქალაქეები”

,,ფაქტიურად, სემეკმა დაადასტურა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა 6 მილიონამდე ზარალი მიიღეს"

დღეს, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ოფისში, ენმ-ს სამდივონს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგი გამართა და ხელისუფლება და სემეკი ამხილა შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებაში, რომელიც გაზრდილ კომუნალურ გადასახადებს უკავშირდება.

,,კომპანია ,,თელმიკომ’’ ხელისუფლებასთან ერთად გაძარცვა ჩვენი თანამოქალაქეები. საუბარია, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდაზე და ზედმეტი თანხის დარიცხვაზე, რაც სემეკმა საგანგებო სხდომის შემდეგ ფაქტიურად დაადასტურა, როდესაც განაცხადა, რომ სავარაუდოდ 4-დან 6 მილიონ ლარამდე ზარალი მიიღეს საქართველოს მოქალაქეებმა ზედმეტი დარიცხვების გამო.’’-ლევან ხაბეიშვილი

ხაბეიშვილის თქმით, სანამ სომალთან და ვენესუელასთან ერთად საქართველო არის იმ ქვეყნების ათეულში, რომლებიდანაც ადამიანები გარბიან, ხელისუფლება ძარცვავს ქართველ ხალხს და უწესებს ზედმეტ კომუნალურ გადასახადებს. დეპუტატი ითხოვს პროკურატურამ აღნიშნულ საკითხზე დაიწყოს გამოძიება, მოქალაქეებს კი მოუწოდებს მიიტანონ საკუთარი ქვითრები სემეკში, ან ენმ-ს ოფისში, რის შემდეგაც ისინი საქართველოს დაზარალებულ მოქლაქეებს გაუწვენ ადვოკატირებას და იბრძოლებენ მათი ჯიბიდან მოპარული თანხების დაბრუნებისთვის.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close