კოკა კვინიკაძე: ქართული მარშის გამოხატვის ფორმა არასწორია, რადგან შედეგი აგრესიით არ მიიღწევა
კოკა კვინიკაძე, უფლებადამცველი, ემიგრანტი:
,,ქართული მარშის საქმეს მინდა გამოვეხმაურო:
ქართულმა მარშმა სამწუხაროდ თავისი პოზიციების აგრესიული გამოხატვის ფორმით დაიმკვიდრა თავი. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად სწორ პოზიციას გამოხატავენ, გამოხატვის ის ფორმა რითაც მოქმედებენ, არასწორია და არ არის შედეგზე ორიენტირებული, რადგან შედეგი აგრესიით არ მიიღწევა. მე ვიტყოდი, შედეგი დგება საპირისპირო და იმ კარგი იდეის გაუფასურება, რისთვისაც, მათი თქმით, გამოხატავენ ამ აგრესიას..
ახლა რაც შეეხება მათ დაპატიმრებას. მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა მათი ქმედებები, კანონი უნდა იყოს თანაბარი და ადეკვატური ყველასთვის და როდესაც გინებისა და მანქანის ბლოკირებისთვის 2 დან 5 წლამდე პატიმრობის მუხლს უყენებ, ეს არ არის ადეკვატური სასჯელი ამ ადამიანების ქმედების მიმართ.
ამ დროს მე მახსენდება ”კავკასიის ბიჭების საქმე”. ეს იყო დაახლოებით იგივე შინაარსის საქმე და მახსოვს დღევანდელი ხელისუფლების მესვეურები, როდესაც ოპოზიციაში იყვნენ მათ პოლიტპატიმრებს უწოდებდნენ! დღეს კი იგივე ლოგიკით მათ ჩაიდინეს იგივე ქმედება, რაც მიშამ და მათივე მაშინდელი კრიტერიუმით პოლიტატიმრები გაიჩინეს! აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ნიკა გვარამიას პირდაპირ მოთხოვნას, რომ ასე უსიტყვოდ გაიზიარებ თავმოყვარე ხელისუფლება, რა დღეში ხარ უკვე… ეხლა არ დამიწყოთ, აქ აბა რა უნდა ექნა ხელისუფლებას და ა.შ… გეთანხმებით, ხელისუფლებას უნდა ემოქმედა, ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას ასეთი აგრეესიული გამოხტომები და უნდა აღკვეთოს ნებისმიერი ადამიანის მიმართ, თუმცა სასჯელი უნდა დააკისროს ქმედების ადეკვატური და არა ისეთი, როგორსაც გვარამია მოითხოვს !!
P.S. საფრანგეთში განსხვავებული აზრის გამოხატვის დროს, ტელევიზიით მაინც გექნებათ ნანახი, რა შეჯახებები ხდება ხოლმე და სასჯელი ჯარიმებით და რამდენიმე დღიანი პატიმრობებით შემოიფარგლება. ჩვენ კი ასე იოლად შეგვიძლია ადამიანებს წავართვად თავისი ცხოვრების რამდენიმე წელი!