საზოგადოება

,,14 მარტს კვლავ გელით ქუთაისში, ამჯერად კიდევ მეტნი უნდა ვიყოთ”

,,ვინც ამას მხარს არ დაუჭერს, ისეთივე ქვეყნის მოღალატე იქნება, როგორც დღეისთვის ბიძინა და მისი ოცნებაა"

დიდი და დამანგრეველი ჰესების წინააღმდეგ წარმოებული მრავალათწლოვანი ბრძოლის დიდებული კულმინაცია ! პირადად, 15 წელზე მეტი შევალიე, როგორც ეკოლოგმა, პოლიტიკოსმა, მოქალაქემ… დაჭერ-დარბევებიც არ დამკლებია, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილეობაზეც სწორედ ამის გამო ორჯერ ვთქვი უარი… რაც რამე გამაჩნდა, პრაქტიკულად ყველაფერი დავკარგე და თუ რამ დამრჩა, არც მას დავიშურებ, სიცოცხლის ჩათვლით ! მიზანი დრომოჭმული და გამანადგურებელი დიდ-დამანგრეველი ჰესების საკანონმდებლო დონეზე, საბოლოოდ აკრძალვაა ! ვინც ამას მხარს არ დაუჭერს, ისეთივე ქვეყნის მოღალატე იქნება, როგორც დღეისთვის მათი “მაშენებელი” ბიძინა და მისი ოცნებაა, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა და სხვა საკითხებზე პოზიციისა ! ! ჰესები უკვე კარგა ხანია წარსულის გადმონაშთია, მომავალი კი არა, უკვე აწმყო, ალტენრატიული ენერგეტიკის, მზის, ქარის და სხვათა გამოყენებაა, ასევე ენერგოეფექტურობა, არსებული ჰესების რეაბილიტაცია და სხვაა..

და ბოლოს, დაუშვებელია, მით უფრო, საქართველოს მსგავსი, მცირემიწიანი, ლანდშაფტური და ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული ქვეყანა, მხოლოდ ერთეულთა გამდიდრებისთვის განკუთვნილი ბიტკოინების დიდ საწარმოდ და მათი მომარგებისთვის საჭირო, დატბორილ-აფეთქებულ დიდ გენერატორად გადაიქცეს ! ამიტომ ვთვლი, რომ ბიტკოინების წარმოება ასევე უნდა აიკრძალოს ჩვენს ქვეყანაში… ბრძოლა გრძელდება, 14 მარტს, კვლავ გელით ქუთაისში, ამჯერად კიდევ მეტნი უნდა ვიყოთ, რომ წელში გადავტეხოთ ჰესო-ბიტკოინური, ასევე ქვეყნის გამყიდველ-დამცლელი მაფია და გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა !

ლაშა ჩხარტიშვილი, ეკოლოგი, უფლებადამცველი

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close