საზოგადოება

,,კლუბი ,,ბასიანი” პუტინს უგორდება”

მიშა ქუმსიშვილი, ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი:

_ ორიოდე თვის წინ ბასიანიდან დაიწყო საპროტესტო ტალღა და რამდენიმე საათში მოიცვა ახალგაზრდობის არცთუ მცირე ნაწილი. საპროტესტო მოძრაობა გმობდა ძალადობას და იბრძოდა თავისუფლებისთვის, ყოველ შემთხვევაში ასეთი ლოზუნგები ჰქონდათ.
დღეს ხდება რა: თავისუფლებისათვის მებრძოლი ბასიანი მიდის ქვეყანაში, რომელიც პირდაპირ ძალადობს ჩვენზე და გვართმევს თავისუფლებას. მიდის იმისათვის, რათა fruit shop ჩაატაროს “ტაშ-ფანდური” და იშოვოს ფული…
უკვე მეორედ უცრუებს ეს კლუბი ახალგაზრდებს იმედებს. პირველად გაუცრუვა მაშინ, როდესაც გახარიას ჩაუგორდა ლოგინში, ახლა უგორდება პუტინს…

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს კლუბ ბასიანის რეზიდენტები მოსკოვში, Red Bull-ის მუსიკალურ ფესტივალზე დაუკრავენ.

ფესტივალის ოფიციალური გვერდის ცნობით, ბასიანის გუნდი მოსკოვში, მის ერთ-ერთ დამფუძნებელთან, ეროლ გელბახიანთან ერთად ჩაფრინდება იმისთვის, რომ თბილისური ტექნო-წვეულებების “თავისუფლებისმოყვარე ატმოსფერო გააცოცხლოს”.

Red Bull Music Festival Moscow წერს, რომ “მოსკოველების წინაშე წარსდგებიან” კლუბის რეზიდენტები: Bassiani Records-ის არტდირექტორი თორნიკე Kvanchi კვანჭიანი, დიტო Mercurrio ჩიქოვანი, Zurkin და ზუკა ბაბუნაშვილი, ფსევდონიმით Zesknel.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close