სამართალი და კრიმინალი

კლინიკა ,,ლანცეტის” დირექტორი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

კლინიკა ,,ლანცეტის” დირექტორი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა, იმის მიუხედავად, რომ ფარმან ჯეირანლის სისხლის სამართლის ბრალდების საქმეზე დღეს დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების გადახედვის შუამდგომლობა დააყენა.

ადვოკატებმა განაცხადეს, რომ არც მიმალვის და არც მოწმეებზე წეზოლის საფრთხე არსებობს. გარდა ამისა, დაცვის მხარემ აქცენტი იმ გარემოებაზე გააკეთა, რომ აზერბაიჯანში ჯეირანლი პოლიტიკური დევნილია, ამიტომ საქართველოს დატოვებას არ აპირებს.

საპირისპიროს ამტკიცებდა ბრალდების მხარე, პროკურატურის მტკიცებით, კლინიკა “ლანცეტის” დირექტორის ფინანსური მდგომარეობა საკმაოდ მყარია და მას საზღვარგარეთ კავშირებიც აქვს.

მოსამართლე მაია ქოქიაშვილმა გაიზიარა პროკურატურის პოზიცია და არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა.

სასამართლო პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. ბრალდება წერილობით მტკიცებულებებს იკვლევს.

კლინიკა „ლანცეტში“ ღვიძლის გადანერგვის სულ 2 ოპერაცია 2016 წლის მარტში ჩატარდა. ორივე ოპერაცია წარუმატებლად დასრულდა, ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გიორგი ჩუბინიძე და კარლო კეკელიძე გარდაიცვალნენ.

სამართალდამცველებმა კლინიკის ერთ-ერთი მფლობელი და დირექტორი ფარმან ჯეირანლი 22 მაისს დააკავეს.

“ლანცეტის” დირექტორის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თაღლითობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმეზე მოწმეები უკვე დაიკითხნენ.

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close