საზოგადოება

,,თვალწინ რო მიდგება მოკლული ბავშვების კადრები, მავიწყდება ყველაფერი ქრისტიანული და ადამიანური!”

,,200 ჩამოგდებულ თვითმფრინავს ველოდები 9 მაისამდე! ავღანეთში სულ 113 თვითმფრინავი დაკარგეს 9 წლის მანძილზე! უკრაინაში კიდევ 1 თვე არ გასულა და უკვე 102! "

გიზიარებთ გუშინდელი დღის მაგარ ამბებს:
მარიუპოლი დგას და თან ძალიან მაგრად დგას! რუს ფაშისტებს გემი ხო ჩაუძირეს, ტექნიკა და ცოცხალი ძალა ხო გაუნადგურეს (დაწყდა საზღვაო ქვეითები თავის პოლკის მეთაურიანად ომიკრონით და ნაწლავების გადახლართვით ), დესერტად ის თვითმფრინავი ჩამოუგდეს, რომელიც მარიუპოლს გამუდმებით ბომბავდა! გაასება ვერ მოასწრეს, რომ დნეპროს თავზე კიდევ 2 ჩამოაგდეს! ავღანეთში სულ 113 თვითმფრინავი დაკარგეს 9 წლის მანძილზე! აქ კიდევ 1 თვე არ გასულა და უკვე 102!
გასაგები მიზეზების გამო განსაკუთრებით მომწონს დასახლება, სახელწდებით ბუჩა! ჰოდა, ბუჩაში, ირპენსა და ჰოსტომელში ალყაში ჰყავთ ჩვენებს ფაშისტების ურდო! პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით იყინებიან ორკები და შიმშილით იხოცებიან! მაპატიეთ ამ სისასტიკისთვის, მაგრამ თვალწინ რო მიდგება ბავშვების კადრები, მავიწყდება ყველაფერი ქრისტიანული და ადამიანური!
პუტინი აღარ უსმენს თავის დაზვერვას და გენერლებს, არ მაინტერესებს არაფერი, 7 მაისამდე ოპერაცია უნდა დასრულდესო! ჰოი საოცრებავ და ვეთანხმები! არც მე მაინტერესებს კიდევ რამდენი ფაშისტი მოკვდება უკრაინულ მიწაზე და მჯერა ჩვენების, რომ მაქსიმუმ დღეიდან 1 თვის თავზე უკვე სრულიად განადგურებული იქნება ფაშისტების ურდო!
პენტაგონი ამბობს, ჩვენები მზად არიან ტერიტორიების დასაბრუნებლად! თეთრი სახლი ამბობს, რუსეთის არმია დამარცხებულია, რუსეთი ეკონომიკური წნეხის ქვეშ ისრისება! ბრიტანელებს შოუტანიათ და შოუტანიათ ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღდეგო შეიარაღება! ამბობენ, ბიჭებმა აითვისეს კარგად ტექნიკაო! 200 ჩამოგდებულ თვიტმფრინავს ველოდები 9 მაისამდე! ვისაც არ გჯერათ, გაიარეთ! ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ!
ზელენსკი ნატოს სამიტს ჩაერთვება! ზელენსკი სი ძინპინთან საუბრისთვის ემზადება! ზელენსკი რომის პაპს კიევში ეპატიჟება! ზელენსკი არის მსოფლიო მასშტაბის ახალი ლიდერი! #წერტილი
რუსეთს, სავარაუდოდ, დიდი ოცეულიდან ვაენი კარაბლის გზას გაუყენებენ და მის ადგილს დამსახურებულად, შესაძლოა, პოლონეთი დაიკავებს!
პოლონეთი მზადაა სამშვიდობო მისიის გასაგზავნად! ვიკინგი დანიელები მხარს უჭერენ!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!
ბუკა პეტრიაშვილი, პოლიტიკოსი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close