საზოგადოება

კირიონ მეორეს ტრაგიკული აღსასრული _ მარტყოფის ტრაგედია

გოგიტა მელიქიძე, მელიქიძეთა საგვარეულო დარბაზის
ხელმძღვანელი:

_ 12 ივნისს ზუსტად 100 წელი შესრულდება მას შემდეგ,
რაც 1918 წლის 27 ივნისს საქართველოს პატრიარქს ტყვია დაახალეს და წინა დღეს მარტყოფის ღვთაების მონასტერში ასული პატრიარქი ადგილზე მოკლეს! ! !
ამ ტრაგიკული დღის შემდეგ მთელი ერთი საუკუნე არის გასული, მაგრამ ახლაც კარგად მესმის მონასტრის სიმყუდროვეში გავარდნილი იმ საბედისწერო ტყვიის ხმა, რომელმაც საქართველოს პატრიარქი მოუკლა.
თვალწინ მიდგას პატრიარქის ლოცვით დაღლილი სახე და მისი შეშფოთებული გამოხედვა . . . ეს, როგორც იტყვიან, ფაქტია .
ფაქტი , რომელმაც საუკუნის შემდეგაც არ უნდა დაგვასვენოს და კვლავაც ჩვენს სამშობლო ქვეყანაზე და მის ტყვიადახლილ პატრიარქზე უნდა გვაფიქროს . . .
დედა ეკლესიის ერთგული და პატრიარქის ინსტიტუტის მიმართ ქედმოხრით პატივისმცემელი მელიქიძეების გვარი ამ დღეს საგვარეულო ღონისძიებით აღნიშნავს.

ამ ფაქტს ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძეც ეხმაურება.

,,2018 წლის 27 ივნისს 100 წელი სრულდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ უწმიდესი და უნეტარესი კირიონ მეორის ტრაგიკული აღსასრულიდან.
გაზეთი “საქართველო” 1918 წლის 30 ივნისს მწუხარებით იტყობინებოდა: “სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II 26 ივნისს დილით გაემგზავრა მარტყოფში.… ივნისის 27-ს კი იგი იპოვეს მიცვალებული მარტყოფის მონასტრის საპატრიარქო ბინაზე, მის საწოლ ოთახში…ცეცხლისა და წამების ალში გაწმინდა კათოლიკოსმა კირიონმა თავისი სული საქართველოსათვის ტანჯვით და თუ ვინმეს ჰქონდა უფლება, ყველაზე ადრე იგი უნდა ზიარებოდა საქართველოს ბედნიერებას.… მარტყოფის საიდუმლო გამოუცნობელია. რა მოხდა წმიდა ანტონის მონასტერში, დანამდვილებით არავინ იცის. საუკუნეებში წარხდომილმა უნეტარესმა კათოლიკოსმა საფლავში ჩაიტანა მარტყოფის ტრაგედიის ახსნა, მის სასიკვდილო იარაზე მიკრული ხელი კი ჰფარავს უღრმეს მწუხარებასთან ერთად მივარდნილი მონასტრის საიდუმლოებასაც.”
“ჩაქრა ლამპარი,რომლის მსგავსი იშვიათად აინთება საუკუნიდან საუკუნემდე,ეს იყო კაცი არა მხოლოდ ბერი მღვდელმთავარი,არამედ უპირველეს ყოვლისა სამოქალაქო მოღვაწე,მოაზროვნე,მეისტორიე,დიდი მამულიშვილი”(იოსებ იმედაშვილი).
2018 წლის 27 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 13 საათზე გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია თემაზე:”მარტყოფის ტრაგედიის მიზეზები და კათოლიკოს კირიონის მკვლელობის ვერსიები”.
დასწრება თავისუფალია” _ წერს ვარდოსანიძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close