საზოგადოება

კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველო მსოფლიოში ყველაზე დაცული ქვეყნების ათეულშია

კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველო მსოფლიოში ყველაზე დაცული ქვეყნების ათეულშია, – ამის შესახებ Reuters იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, გაეროს დაკვეთით სპეციალისტებმა ჰაკერული შეტევების წინააღმდეგ სახელმწიფოთა შესაძლებლობები განსაზღვრეს. აღნიშნულ სიაში პირველ ადგილს სინგაპური იკავებს. მისი უსაფრთხოების სისტემაში მკვლევრებმა, პრაქტიკულად, ვერც ერთი მოწყვლადი მხარე ვერ გამოავლინეს.

კვლევის თანახმად, კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით მეორე ადგილს ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს.

მედიის ცნობით, ათეულში შედიან მალაიზია, ომანი, ესტონეთი, მავრიკის რესპუბლიკა, ავსტრალია, საქართველო, საფრანგეთი და კანადა. რუსეთი მე-11 ადგილზეა.

როგორც სააგენტო წერს, რეიტინგი ქვეყნების სამართლებრივ, ტექნიკურ და საორგანიზაციო ინსტიტუტებს, მათ საგანმანათლებლო და კვლევით შესაძლებლობებს, ასევე ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით მათ თანამშრომლობას ეფუძნება. მსოფლიოს ქვეყნების ნახევარს კი კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით  არანაირი ეროვნული კონცეფცია არ გააჩნია.

შეგახსენებთ, რომ ანგარიში ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ჰაკერული თავდასხმიდან რამდენიმე დღეში გამოქვეყნდა. 27 ივნისის თავდასხმის შედეგად რამდენიმე ქვეყანაში მსხვილი კომპანიები ერთდროულად იყო პარალიზებული.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close