საზოგადოება

კვლევა: მოსახლეობის რამდენი პროცენტი ემხრობა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას?

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებები შეისწავლა.

კვლევისას რესპონდენტების აზრი გაიყო იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად გამართლებული იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიაში მონაწილეობის არ მიღების შესახებ.

გამოკითხულთა 45.7% პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას ამართლებს, ხოლო 43% – არა. საკონსტიტუციო კომისიის მიმართ ბოიკოტს თბილისში მცხოვრებლების 51.3% იწონებს, ხოლო რეგიონებში გამოკითხულთა 47.2% არ ემხრობა.

რაც შეეხება ქვეყნის პოლიტიკურ მოწყობას.

რესპონდენტების 46.7% მხარს საპრეზიდენტო მმართველობას უჭერს. კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ეს მხარდაჭერა რეგიონებში უფროა გამოხატული, ვიდრე თბილისში.

რესპოდენტთა 35.8% შერეული მმართველობის მომხრეა, განსაკუთრებით, თბილისელებში. ხოლო საპარლამენტო მმართველობას მხოლოდ გამოკითხულთა 13.6% უჭერს მხარს.

პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესთან დაკავშირებით, თბილისში მცხოვრები რესპოდენტების 92.2% და რეგიონებში მცხოვრები რესპოდენტების 92.4% პრეზიდენტის არჩევის პირდაპირ წესს უჭერს მხარს. ის მცირე ჯგუფი, რომელიც პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევის წესს უჭერს მხარს (6.1%), უპირატესობას ანიჭებს პრეზიდენტის არჩევას პარლამეტის წევრების მიერ.

კვლევის მეთოდად გამოყენებულია რაოდენობრივი კვლევა. კვლევა საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და მასში მონაწილეობა საქართველოს 1500-მდე სრულწლოვანმა მოქალაქემ მიიღო.

იმედი ნიუსი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close