საზოგადოება
,,კეთილი ინებოს ზოგიერთმა ტელევიზიამ, სადაც სიძულვილის ენით საუბრობენ, დააწეროს +18″
„ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყვიტონ ეს მორალური ტერორი ხალხზე" _ რატი ბრეგაძე ტელევიზიებს თავს დაესხა
რატი ბრეგაძე: „სიძულვილის ენის გავრცელებით ავლენენ თავის სახეს. კეთილი ინებონ მაშინ და ზოგიერთმა ტელევიზიამ, როდესაც ეს ხალხი გამოდის, დააწეროს +18“
„მსგავსი დესტრუქციული ქმედებებით, მსგავსი სიძულვილის ენის გავრცელებით ავლენენ თავის სახეს და ამ ყველაფერს მაყურებელი ხომ ხედავს?!“ – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში.
„ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყვიტონ ეს მორალური ტერორი ხალხზე ან კეთილი ინებონ მაშინ და ზოგიერთმა ტელევიზიამ, როდესაც ეს ხალხი გამოდის, დააწეროს +18, რომ ბავშვებმა არ უყურონ ან გაუშვან ღამის საათებში, რადგან ეს არის სამარცხვინოზე სამარცხვინო, რა სახესაც იღებს ამ ხალხის მიერ წარმოებული კამპანია. პირდაპირ მოდის მათგან ღვარძლი და აგრესია იმისათვის, რომ საზოგადოება გააღიზიანონ და გამოიწვიონ დაპირისპირება. ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვითმენთ, ვეკიდებით სიფრთხილით, გაგებით; ვცდილობთ, რომ ეს ხალხი განვარიდოთ ერთმანეთს, მაგრამ ცუდ ცეცხლს ეთამაშებიან, რადგან ცდილობენ საზოგადოების დაძაბვას და ამას კარგი შედეგი არასოდეს მოაქვს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.