საზოგადოება

კახა კალაძე: უნდა ამოქმედდეს ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ თბილისში ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება უნდა ამოქმედდეს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ მორიგ ვიდეომიმართვაში კახა კალაძე ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე საუბრობს.

თბილისის მერობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია: ამოქმედდეს ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება, განახლდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, განვითარდეს საბაგირო ხაზები, მოხდეს ელექტრომობილების პოპულარიზაცია.

„პირველი, რაც მნიშვნელოვანი და გასაკეთებელია, მე ვფიქრობ, ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გავხადოთ არა მხოლოდ კომფორტული და მოწესრიგებული, არამედ, პოპულარული. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მოგვიწევს დიდი რაოდენობით ავტობუსების შესყიდვა, ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ მათი წარმოება მოხდეს საქართველოში. აუცილებლად მოხდება მეტროს მოდერნიზაცია. ხელს შევუწყობთ საბაგირო ხაზების განვითარებასა და ელექტრომობილების პოპულარიზაციას. უნდა ამოქმედდეს ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება,რაც მგონია, რომ კიდევ დაგვეხმარება ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში,”-აცხადებს მერობის კანდიდატი.

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close