მსოფლიო

კაცმა საკუთარ მიწაზე სხვისი სახლი იპოვა

კანადის ქალაქ პაილოტში მცხოვრებმა პატრიკ მეიზიმ, რომელიც დილით სამუშაოზე მიდიოდა, საკუთარ მიწაზე უცნობი სახლი შენიშნა, რომელსაც ფუნდამენტი არ ჰქონდა. არც სახლში და არც მის გარშემო არავინ იმყოფებოდა.

მეიზმა დაკარგული სახლის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე გამოაქვეყნა და მეგობრებს რჩევა ჰკითხა. მალე მას სახლის პატრონი გამოეხმაურა. სახლი მეზობელ ქალაქში მცხოვრებ ბრენდა რობერტსონს ეკუთვნოდა.

როგორც გაირკვა, ბრენდა რობერტსონმა მზა სახლი კომპანიას შეუკვეთა, მაგრამ რადგან მას ელექტრომოწყობილობების ლიზენცია არ ჰქონდა, ამიტომ ბრენდამ სახლზე უარი თქვა სანამ კომპანია ნაკლს არ გამოასწორდებდა. სახლი კომპანიამ უკან წაიღო, თუმცა რატომღაც შუა გზაზე დატოვა.

სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები პატრიკ მეიზს დაპირდნენ, რომ სახლს მისი მიწიდან მალე აიღებდნენ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close