საინტერესო
კარაქში ჩაბრაწული ვაშლები დიუმასგან
,,კარგი შავი ჩაი-ჩეფირი და დიუმას რეცეპტით შემწვარი ვაშლები-ოქროა..."
„დიდი კულინარული ლექსიკონი“, ალექსანდრე დიუმას ბოლო შედევრია, თუმცა ისე გარდაიცვალა, მის გამოცემას ვერ მოესწრო. ახლა ეს წიგნი მაგიდაზე მიდევს, გადაშლილი – ოქროა, გააკეთებ – ბაჯაღლო.
კარგი შავი ჩაი-ჩეფირი და დიუმას რეცეპტით შემწვარი ვაშლები.
მაშ ასე: 20 ვაშლი (სულ რაღაც 2,5 კილოა, ანუ 5 GL), გარეცხეთ, 9 ცალი გათალეთ, 11 კანიანად – გული ამოუსუფთავეთ; 9 კანგაცლილი ჩაყარეთ ქაფქაფა ვაჟინში (4 ჭიქა წყალი + 1 ჭიქა შაქარი ადუღებული ერთად); მოხარშეთ და გადაწურეთ წყალი.
ცალკე ღრმა ტაფაზე 80 გრამი კარაქი და 1 ჭიქა წყალი წამოადუღეთ და მოხარშული ვაშლები ჩაუშვით ; ჩათუშეთ, ჩაგლისეთ და მარმელადად აქციეთ; (მარმელადს ხშირად იყენებს დიუმა კერძებში და ეს რეცეპტი არ დაივიწყოთ!)
მოამზადეთ აირღუმელი, გააცხელეთ 200 გრ-ზე. მრგვალ ტაფაზე დაასხით მარმელადის ნახევარი და დააწყეთ მთელი 11 ვაშლი (20-დან რაც დაგრჩათ;))) ამ ვაშლებს გულში დარბილებულ კარაქისგან და შაქრისგან (80 გრ კარაქი+80 გრ შაქარი) ამოუვსებთ გულს და დაამატებთ ალუბლის ან თეთრი ბლის მურაბას;
ტაფაზე ცარიელ ადგილებში ჩაასხამთ დარჩენილ მარმელადს…..
ბოლოს მოაყრით შაქრის პუდრს, რომელშიც გაურევთ 1 კოვზ დაფქულ დარიჩინს….
გამოაცხვეთ აირღუმელში… ჩაბრაწდება და თბილ-თბილი მიირთვით;
თქვენი ალექსანდრე დიუმა (ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის!!!!)
ესმა კუნჭულია, ჟურნალისტი, ჟურნალ პირველი კულინარის რედაქტორი