სოციალურ ქსელში „ფეისბუქ“-მომხმარებელი ნიკოლოზ დარსაველიძე ავრცელებს სამი ბიჭის ფოტოს, რომლებიც, მისი თქმით, მეხანძრეებს გუშინდელი ხანძრის ჩაქრობაში შიშველი ხელებით ეხმარებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობისას ვერტმფრენები არ გამოიყენეს გარკვეული მიზეზების გამო, ამიტომაც რამდენიმე ათეული მეხანძრე ცდილობდა ცეცხლის ჩაქრობას და მათ ადგილობრივი მაცხოვრებლებიც ეხმარებოდნენ.

ბიჭები, რომლებიც ფოტოზე არიან გამოსახულნი, გახლავთ იოანე ისაკაძე, გიორგი მოსულიშვილი და ვაჟა მაღლაკელიძე. მათგან ერთ-ერთი, გიორგი მოსულიშვილი მორაგბეა.

„ეს ის ხალხია, ვისთვისაც თბილისი საკუთარი სახლია“, წერენ კომენტარებში.

წყარო

კომენტარები