საზოგადოება

“იქ მეხანძრეებმა მისვლა ვერ გაბედეს. ვითხოვთ, გამოძიებას”_გარდაცვლილის ბიძა

ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ზაურ აბულაძის ბიძა ამბობს, რომ მეხანძრეებმა ცეცხლის ერთ-ერთ კერასთან მისვლა ვერ გაბედეს.

“საუნაში სხვებიც იმყოფებოდნენ. როდესაც დაკვამლიანება მოხდა, ამ მომენტში შუქი გათიშეს. იქ მყოფები დაიბნენ და გამოსასვლელს ეძებდნენ. ნაწილი სასწაულებრივად გადარჩა. ჩვენთვის, ნათესავებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება სწორად წარიმართოს და დეტალურად გაირკვეს. თუ დამნაშავეები არიან, დაისაჯონ. თუ მათ თავისი როლი შეასრულეს, მაგრამ ეს ღვთის ნება იყო, ესეც დადგინდეს. ოჯახისთვის ეს მნიშვნელოვანია…. ხანძრის დროს დაახლოებით რვა ბიჭი იყო ერთად იყო. ჩემმა შვილმა ორიენტაცია განსაზღვრა და გაიქცა. ლიფტში სინათლე გაითიშა, თუმცა, მადლობა ღმერთს, დროულად დააღწიეს თავი. ორი ბიჭი ლიფტში გაიჭედა, ისინი ლიფტის მოძრაობისას მაღლა გაჩერდნენ. ჩემმა შვილმა გაჩერებული ლიფტი ხელით გახსნა და გამოვიდა. გადარჩენილებმა მეხანძრეებს უთხრეს, რომ საპირფარეშოსთან ხალხი იყო, თუმცა, იქ მეხანძრეებმა მისვლა ვერ გაბედეს. ვითხოვთ, გამოძიებას”, – თქვა ბესო აბულაძემ.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close