საზოგადოება

,,იქნებ მაღიაროთ ივანიშვილების ოჯახის პირად პატიმრად”

,,ასე მარტივად არ უნდა წამოვგებოდი ამ პროვოკაციას..."

პატიმარ გოგი წულაიას წერილი ციხიდან:
,,ჩემო მეგორებო და მხარდამჭერებო მოგესალმებით გლდანის ციხის , საკარანტინე კორპუსის 61-ე საკანში მჯდომი ივანიშვილების ოჯახის პირადი პატიმარი, გოგი წულაია!
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უნდა ითქვას, რომ აქ მთავარი არის ჩემი შეცდომის და გულუბრყვილობის ამბავი, ზედმეტი ნდობის შედეგი , მაშინ როდესაც მაფრთხილებდნენ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ყველა სფეროს წარმომადგენლები , ასე მარტივად არ უნდა წამოვგებოდი ამ პროვოკაციას , მაგრამ მინდა ვთქვა, რომ არავისთვის ჩემი საქციელით ზიანი არ მიმიყენია.
„თუ გინდა მოწიინაღმდეგე
გაანადგურო მას დააბრალე ის
რასაც მთელი ცხოვრება ებრძვის“
ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში პატარ-პატარა გებელსები 21-ე საუკენშიც გადმოყვნენ , 1988 წლის შემდეგ ვარ ეროვნულ მოძრაობში და მის მერე ვაპროტესტებ და ვებრძვი რუსეთისგან საქართველოს გაწეულ ძალადობას.
ვებრძვი და ვაპროტესტებ კომუნისტებიდან დაწყებული ბიძინა სულთნით დამთავრებული , ვებრძოდი ყველა ადამიანს ვინც ძალადობდა მეორე ადამიანზე და ახლაც ვებრძვი ნამახვან ჰესის აშენებას, რამე თუ ვთვლი, რომ ეს არის ძალადობა ბუნბებაზე, ამ ყველაფრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს , და ზუსტად აქ მტკიცდება, რომ დღესაც ჩვენ ქვეყანაში ბევრი არიან გუბელსები , გერინგები , ბერიები და ასე შემდეგ.
ახლა მივმართავ ოპოზიციის ლიდერებს , პოლიტიკოსებს იმის შიშით , რომ თურმე ევროპასთან არ დაგასმინოთ ვინმემ რომ ქალზე მოძალადეს უცხადებენ სოლიდარობასო , ერთი სიტყვაც არ დაგისველებიათ ჩემს მხარდაჭერისათვის , თუ კი ერთხმად ყველა ვთანხმდებით და ვამბობთ , რომ გიორგი რურუა არის პოლიტპატიმარი ( გამარჯობა , გიორგი მალე ამომწევენ კორპუსზე და გნახავ) , მას პოლიციამ მოუწყო პროვოკაცია და ჩაუდო იარაღი და ჩემს შემთხვევაში პოლიციელები იყვნენ „უპატიონსესები“ და ამ „პატიოსანმა“ პოლიციელებმა სრული დაცვით დამაპატიმრეს კი ბატონო ეგრე იფიქრეთ.
ჩვენ ყველა ერთად ვყვირივართ , რომ საქართველოში სამართლიანი სასამართლო არ არებობს და ამის გამო ნიკა მელია (გამარჯობა ნიკა ) არის პოლიტპატიმარი . როგორ ფიქრობთ მე შემხვდა პატიოსანი, უმწიკლო მოსამართლე და პატიოსნად გამასამართლა?
არ ვიცი , ეს რა ლოგიკააა და თუ ესე არ ფიქრობთ იქნებ მაღიაროთ ივანიშვილების ოჯახის პირად პატიმრად და ესეც გაიტანოთ ჩვენ მეგობრებთან, თუ როგორი კატასტროფული სიტუაცია არის ჩვენს ქვეყანაში , პოლიტპატიმრებს პირადი პატიმრებიც დაუმატეს.
რა ვიცი , რა ვიცი.
ჩემო მეგობრებო , ადამიანებო რომლებსაც გიყვარვართ და მოგწონვართ , თუ ამ საქციელის გამო ჩემდამი პატივისცემა არ გაგნელებიათ და თვლით ამ პროვოკაციის და ჩემი შეცდომისთვის ციხეში 6 წლით (ასე მიპირებენ) გატარების ღირსი არ ვარ , გთხოვთ თქვენს მხარდაჭერას !
პატივისცემით თქვენი გოგი წულაია.
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close