“იქნებ ვინმე შეენაცვლოთ ლევან ხაბეიშვილს, ხელი დაეღალა” -რატომ გადაეკიდა კალაძე დეპუტატს?
“იქნებ ვინმე შეენაცვლოთ ლევან ხაბეიშვილის, ხელი დაეღალა”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილის შესახებ განაცხადა, რომელსაც ხელში ფურცელი ეჭირა, წარწერით “სოციალური -1.13. ჩინოვნიკები – 8 064”.
შეგახსენებთ, მერიაში თბილისის 2018 წლის ბიუჯეტს განიხილავენ, რომელსაც კახა კალაძეც ესწრება.
თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 861,609 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 60 მილიონი ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყო.
მერიაში აცხადებენ, რომ 60 მილიონიდან ძირითადი ნაწილი მეტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციას მოხმარდება.
თბილისის მერმა კახა კალაძემ, თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის საკრებულოდან გამოთხოვის შესახებ დედაქალაქის მთავრობის პირველივე სხდომაზე განაცხადა.
წყარო: ipress.ge