საზოგადოება

“ის უკვე სასუფეველშია, მე კი აქ ჯოჯოხეთში” _ სპეცრაზმელის ცოლის ემოციური წერილი

გუშინდელი ანტიტერორისტული სპცეოპერაციის დროს, დაღუპული სპეც-რაზმელის, ვანო გოლოშვილის მეუღლე თამარ ხელაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ჩემი ქმარი გმირი იყო, მან თავისი სამშობლოსათვის თავი შესწირა, თავისი ხალხისთვის თავი შესწირა, მისი საყვარელი ცოლ -შვილი ობლად დაგვტოვა, მე სული მეწვის, საუკეთესო მეუღლე და მამა იყო, ის ყოველთვის ჩემთან იქნება, ისე გავაგრძელებ ცხოვრებას, როგორც მას უნდოდა, ის უკვე სასუფეველშია, მე კი აქ ჯოჯოხეთში, მისი შვილები მაძლიერებენ, მე მისი იმედი მაქვს, სასუფევლიდანაც მიხედავს თავის შვილებს…მადლობა ყველას თანაგძნობისთვის” – წერს ხელაია.
გარდაცვლილი სპეცრაზმელი, 42 წლის ვანო გოლოშვილია.

იგი 42 წლის 9 დეკემბერს გახდებოდა. გოლოშვილი დუშეთიდან არის, სოფელ მილისწყაროდან. მას 28 წლის მეუღლე, თამუნა ხელაია და 2 შვილი დარჩა – 3 წლის გიორგი და 5 წლის მარიამი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close