ისლანდიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. საქართველოს მოქალაქეებს, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ეს ქვეყანა თავშესაფარს არ მისცემს – აცხადებენ ქვეყნის საემიგრაციო სამსახურში.მიზეზი ის გახლავთ, რომ 2017 წლის თებერვალში ისლანდიამ განაცხადა,  რომ საქართველოს მოქალაქეებს არ ემუქრებათ დევნა რელიგიური, ეროვნული, სოციალური, პოლიტიკური თუ რასობრივი კუთვნილებით. შესაბამისად, ამიერიდან, საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ უფლება, უმიზეზოდ მიიღონ თავშესაფარი ისლანდიაში.

სალომე მგელიაშვილი

კომენტარები
Загрузка...