საზოგადოება

95 წლის ასაკში უხუცესი ადვოკატი ქეთევან ნადაშვილი გარდაიცვალა

95 წლის ასაკში უხუცესი ადვოკატი ქეთევან ნადაშვილი გარდაიცვალა!

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მწუხარებას გამოთქვამს ადვოკატის – ქალბატონი ქეთევან ნადაშვილის გარდაცვალების გამო.

ქალბატონი ქეთევანი 65 წელი ღირსეულად ემსახურა იურიდიულ პროფესიას და გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, დიდი გამოცდილებითა და განსაკუთრებული ადამიანური თვისებებით.

ადვოკატთა ასოციაციის 24.10.2015 წლის საერთო კრების გადაწყვეტილებით, ქეთევან ნადაშვილს მიენიჭა ილია ჭავჭავაძის მეორე ხარისხის ორდენი.

2019 წელს ქალბატონ ქეთევანს გადაეცა ქართული ადვოკატურის 100 წლის საიუბილეო ჯიდლო ადვოკატურის წინაშე დამსახურებული ღვაწლისთვის.

მთლიანად ადვოკატთა კორპუსის და პირადად ჩემი სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ ქალბატონი ქეთევანის ოჯახს, მის მეგობრებსა და კოლეგებს, ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი.

დავით ასათიანი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე

Related Articles

Back to top button
Close