თურქული გამოცემა Yeni Safak- ის ინფორმაციით, ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერი აბუ ბაქარ ალ ბაღდადი დაკავებულია და ის სირიაში, ამერიკულ ბაზაზე იმყოფება. გამოცემის ინფორმაციით, ალ ბაღდადი ერაყში დააკავეს და ის სირიაში ამერიკულ ბაზაზე ამის შემდეგ გადაიყვანეს. ალ ბაღდადი ამჟამად ქალაქ ელ ხასაკის მახლობლად ერთ ერთ სამხედრო ნაწილშია. გამოცემის წყაროს ინფორმაციით, დაკავებისას შესაძლოა ტერორისტების ლიდერი დაიჭრა და მასთან ერთად დაკავებულია დაჯგუფების კიდევ 7 მეთაური.
შეგახსენებთ, რომ აბუ ბაქარ ალ ბაღდადის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა. ბოლო ინფორმაცია მისი შესაძლო დაღუპვის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ივლისში გაავრცელა, თუმცა პენტაგონში ეს ინფორმაცია უარყვეს. ინფორმაცია უარყო ერაყის შსს-მაც. ალ ბაღდადმა ისლამური ხალიფატის შექმნის შესახებ განცხადება 2014 წელს გააკეთა. “ისლამური სახელმწიფოს” მეთაური კი ის 2010 წელს გახდა

წყარო

კომენტარები