საინტერესო

“ისე ველი, როგორც ქალწული პატარძალი პირველ ღამეს”

ბლოგერი, გურამ შეროზია საკუთარ გვერდზე წერს:

პირველ ოქტომბერს ისე ველი, როგორც:

– აბიტურიენტი პირველ დღეს უნივერსიტეტში
– ქალწული პატარძალი პირველ ღამეს
– ხელმოკლე ახალგაზრდა პირველ მოგზაურობას
– შეყვარებული გოგონა ჯარიდან/ომიდან ბოიფრენდის დაბრუნებას
– ყმაწვილქალი/კაცი – პირველი მანქანის ჩამოსვლას
– ქართველი ვაჟკაცი პირველ უკრაინელ ნაშას
– მრევლი – ცეცხლის გადმოსვლას

პირველ ოქტომბერს დიდი დღეა. ვიცი მეწყინება, მეტკინება, მომენატრება, გული ჩამწყდება, მაგრამ მე ყველა ამ ნეგატიურ ემოციაზე ძლიერი აღმოვჩნდები! 12 წელი არ არის მცირე დრო, თან ყველაფერი დაახლ. ამ დროს დაიწყო, სტუდენტობისას.

რატომ ეს თარიღი? იმიტომ, რომ ბობოქარი ზაფხული და ხავერდოვანი სეზონი გასული იქნება და უფრო გამიმარტივდება. :დ

1 ოქტომბერს ბოლო ღერს მოვწევ და აღარასდროს, აღარასდროს დავუბრუნდები! 🙂)) ფოლოუ მი! 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close