პოლიტიკა

ირმა ინაშვილი: რესპებმაც, ნაცებმაც და სხვებმაც საკუთარ მამიდებს მიხედონ

,,ირაკლი ალასანიას პარტიის წევრები ისეთი მგზნებარებით საუბრობენ რუსეთთან დიალოგის ამაოებაზე, თითქოს ალასანია დიდი პატივისცემით არ მოიხსენიებდა ჩურკოვს და სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმატში ლავროვს არ ხვდებოდა. ეს ერთი. მეორე- რესპუბლიკური პარტიის მოღალატეები ისეთი ექსტაზით ლაპარაკობენ, რომ ჩვენ ქვეყნის ინტერესებს ვეწინააღმდეგებით, თითქოს საარჩევნო დაფინანსებას ლავროვს მე ვთხოვდი. ეს ბატონი დავით კომუნისტინ- უსუფაშვილი იყო, როგორც გვახსოვს.

ამასთან, ეს ის პარტიაა, რომლის წევრებიც ლევან და და დავით სტუკაჩოვები დღესაც КГБ-ს სტაჟიან აგენტებად რჩებიან და ფარულ პენსიას რუსებისგან იღებენ. სწორედ ლევან სტუკაჩოვი წაიჭირა სააკაშვილმა, როცა პატაკს აბარებდა რუსეთის საელჩოს დაზვერვის სამმართველოს თანამშრომელს. არაფერს ვიტყვი ნაცებზე, რომლებმაც რუსებს ჩვენი მიწები აჩუქეს. ამდენად, რეზიუმე- ჯერ კიდევ არსებობს შანსი, გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა. ყველა, ვინც გმობს დიალოგს რუსეთთან და ამტკიცებს, რომ შედეგი არ იქნება, ეგუება სოხუმისა და ცხინვალის სამუდამოდ დაკარგვას. ჩვენ, მე ამას ვერასდროს შევეგუებით. იმაზე უარესი ვითარება, რაც დღეს გვაქვს, პატრიოტების ვიზიტს მოსკოვში არ მოჰყვება. დანარჩენს დრო გვაჩვენებს. უარესი ის იქნება, თუ სოხუმისა და ცხინვალის გარდა, უკვე სხვა რეგიონებსაც დავკარგავთ. ეს არ უნდა დაუშვას ჩვენმა თაობამ. სინამდვილეში აგენტიც და მტერიც ისაა, ვინც გვარწმუნებს, რომ პოლიტიკური დიალოგი დანაშაულია. დანაშაული და ქვეყნის ინტერესების ღალატი უმოქმედობაა… ცარიელი რეზოლუციების წერაა… უშედეგო ლოზუნგებია.

 “საქართველოს პატრიოტების” საპარლამენტო ფრაქციის წევრები ხვალ რუსეთის სათათბიროში გამართავენ პირველ შეხვედრას. არავის აქვს ილუზია, რომ ზეგ სოხუმი და ცხინვალი დაბრუნდება. ამ რეგიონებში უკვე 2 თაობა გაიზარდა, რომელიც საქართველოს და ქართველებს არ იცნობს. გამოვა კარგი საქმე ჩვენი ქვეყნისთვი? გამოვა! არ გამოვა? იმაზე მაინც არ დაგვწყდება გული, რომ არ ვიმოქმედეთ. ასე რომ, რესპებმაც, ნაცებმაც და სხვებმაც საკუთარ მამიდებს მიხედონ, აჯობებს” _ აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close