საზოგადოება

ირმა ინაშვილი: დათუნა ბაქრაძევ, რომელი ტყის და მდელოს გულშემტკივრები თქვენ ხართ?

,,2008 წლის აგვისტოს ომს და ბორჯომის ტყეში გაჩაღებულ ხანძარს ნაციონალური მოძრაობის (ორივე ნაცმოძრაობის, ბოკერია-სააკაშვილის) ოჯახის წევრები დიდი თავმოწონებით ნუ გაიხსენებთ. იმ ავბედით დღეებში ბორჯომში ვიყავი და თქვენგან მიტოვებული ხალხი საკუთარი ძალებით ებრძოდა ხანძარს მაგ. ლიკანში. ტყე ისე დაიწვა, რომ თქვენი ხელისუფლების ელიტა ნიცაში ეფიცხებოდა მზეს, თბილისში შემორჩენილები კი, გვირჩევდნენ, რომ ჩვენი ოჯახები დანა- ჩანგლით დაგვეცვა.

მაგ. დათუნა ბაქრაძე. რომელი ტყის და მდელოს გულშემტკივრები თქვენ ხართ, 300 000 კაცს სული ამოხადეთ?! თითქოსდა ნაძვებს დასტირით და ცოცხალი ადამიანების ტანჯვა არაფრად მიგაჩნდათ. ახლაც კბილებს აწიკწიკებთ და ერთი სული გაქვთ, რუსთავი-2-ის ეთერიდან დაშოკოთ ისედაც მშიერი, დაღლილი, დატანჯული მოსახლეობა. ხანძარს კი არა, ვულკანს ინატრებდით ჩვენი ქვეყნისთვის, ოღონდაც ხელისუფლებაში დაბრუნდეთ… მაგრამ იწვიმებს ხვალ… მოვერევით ამ ეკოლოგიურ საბოტაჟსაც და მერე იმ პოლიტიკურ საბოტაჟს მივხედავთ, რომლის წყალობითაც 2012 წლიდან გადაგარჩინეს” _ აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი.

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close