საზოგადოება

ირინა გოგოსაშვილი: ახალი კამსამოლის დაარსებას გილოცავ, ეროოო!

,,ახალი კამსამოლის დაარსებას გილოცავ, ეროოო!!!


ფოტოზე მარჯვნივ რომ მოსჩანს-რეზო ჩარკვიანი გახლავთ!
ნაცების სარეკლამოც ხომ გახსოვთ, ,,სარკე”,  რომელსაც გიორგი არველაძე და კეზერა უყურებდნენ?ჰოდაა, იმათი ხელისბიჭი იყო ეს ყმაწვილი!!!
,,ბასიანის” მიტინგებიც ხომ გახსოვთ, რუსთაველზეე, სადაც სწორედ ეს ყმაწვილი აქტიურობდააა?
ოცნებაააააააა!!! ვერ გევიგეეეეეეე?” _ წერს ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ

ახლად დაფუძნებულ ახალგაზრდობის სააგენტოს რეზო ჩარკვიანი უხემძღვანელებს. ინფორმაცია ამის შესახებ პირველად on.ge-მ გაავრცელა. 2019 წლის აპრილიდან ჩარკვიანი ახალგაზრდობის საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობდა.

რეზო ჩარკვიანი 2012 წლიდან თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. ის არის სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო “მილენიალ ჰაბის” დირექტორი და სენიორ კონსულტანტი, ასევე ორი სტარტაპის, “ჟუჟუნა ღვინო” და “ჯონ ვრაპის” დამფუძნებელი.

საქართველოს მთავრობის 26 აგვისტოს დადგენილებით, დამტკიცდა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ), ახალგაზრდობის სააგენტო.

როგორც მთავრობის დადგენილებაში წერია, სსიპ-ი “შექმნილია სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავების, განხორციელებისა და კოორდინაციის მიზნით.”

ახალგაზრდობის სააგენტოს დაფინანსების ძირითადი წყარო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები იქნება.

სააგენტო, რომელიც სამი დეპარტამენტისგან შედგება, იქნება განთლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ერთეული.

რეზო ჩარკვიანს სამი მოადგილე ეყოლება.

 

Related Articles

Back to top button
Close