საზოგადოება

ირაკლი ჩარკვიანის დაბადებიდან 56 წელი გავიდა _ დათო ევგენიძის ემოციური ლექსი მეგობარს

მუსიკოსი დათო ევგეიძე, 56 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გარდაცვლილ მეგობარს, ირაკლი ჩარკვიანს ლექსს უძღვნის.

ჩემს ძმას
ირაკლი ჩარკვიანს!

ერთად ვწერდით დღიურებს
ერთი ქალი გვიყვარდა…
იმ ქალს სხვა შეუყვარდა
სხვის ედემში ივარდა…
უკვე მეფე იყავი
ქალმა დიდხანს იდარდა…
შენ წახვედი-ბავშობა
ციდან გადამივარდა…
შენზე კარგად ვინ იცის
მე უშენოდ მარტო ვარ…
შენ მეძახდი-ევგენას
აქ ყველასთვის დათო ვარ…
დრო გავა და მეც მოვალ
ისევ ერთად ვიქნებით…
ისევ ვწეროთ ლექსები
ჯადოსნური ფიფქებით…
შენი ნანა მახარებს
დაგემზგავსა ძალიან….
ვიცი ღმერთთან საუბრობ
ღმერთიც ცოტა მთვრალია…
დაბადებას გოლცავ
შენ და ყველა შენინანს….
უშენობა მიმძიმს და
უშენობაც შენია….

შენი ევგენა

დღეს, ირაკლი ჩარკვიანის დაბადებიდან 56 წელი გავიდა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close