საზოგადოება

ირაკლი ყანდაშვილი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის მედიაციის კომიტეტის თავმჯდომარედ იქნა არჩეული

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის მედიაციის კომიტეტის თავმჯდომარედ იქნა არჩეული. მედიაციის კომიტეტი, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ეგიდით პირველად შეიქმნა და აერთიანებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედ მედიატორებს.
?მედიაცია დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმია, რომლის მიმართ ინტერესი მზარდია განსაკუთრებით ევროპის მასშტაბით. დღეისათვის მედიაცია წარმოადგენს ყველაზე სწრაფად განვითარებად დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებას მსოფლიოში, რომელსაც ახასიათებს მესამე დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ნეიტრალური პირის ჩართულობით, კონფიდენციალური და სტრუქტურირებული პროცესის ფარგლებში კონფლიქტის მხარეებისათვის დავის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის დელეგირება, რაც მედიაციის მთავარი მახასიათებელი თვისებაა.
?მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის მექანიზმის განვითარება და პოპულარობა, დიდწილად დამოკიდებულია ადვოკატის, როგორც წარმომადგენლის მედიაციაში სწორ და ეფექტურ ჩართულობაზე, აღნიშნული მიმართულებით ეს ორი პროფესია მჭიდროდ უნდა თანამშრომლობდეს, რა მიზნებსაც ევროპის მასშტაბით მათ შორის მოემსახურება მედიაციის კომიტეტი, რომელიც ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ფარგლებში დაფუძნდა.
??ევროპის ადვოკატთა ასოციაცია (AEA-EAL) 1986 წელს ევროპელმა ადვოკატებმა ბრიუსელში დააფუძნეს, ორგანიზაციის საქმიანობა მიმართულია ევროპის ქვეყნებში ადვოკატის პროფესიის მხარდაჭერის და კანონის უზენაესობის დამკვიდრებისკენ.

Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home/i3v3ly1rskkn/public_html/euronews.ge/wp-content/themes/jannah/framework/classes/class-tielabs-filters.php on line 340

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close