პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ადვოკატებს პროფესიულ დღეს ულოცავს

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პროფესიის წარმომადგენლებს – ადვოკატებს ვულოცავ პროფესიულ დღეს! თქვენი ყოველდღიური საქმიანობა ადამიანის უფლებების დაცვასა და სამართლის უზენაესობის განმტკიცებას ემსახურება, რაც თქვენს პროფესიას გამორჩეულს ხდის. ადვოკატის პროფესიას თავად ქვეყნის უმთავრესი კანონი – კონსტიტუცია იცავს, რომლის ახალი რედაქცია კიდევ უფრო აძლიერებს თქვენს დამოუკიდებლობასა და პროფესიულ გარანტიებს. ეს თავისთავად მეტყველებს თქვენი – ადვოკატების განსაკუთრებულ როლსა და ადგილზე სახელმწიფოში. კიდევ ერთხელ, გულითადად გილოცავთ ამ დღეს და წარმატებებს გისურვებთ თქვენს პროფესიულ საქმიანობაში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

ირაკლი კობახიძე

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close