სხვა

„ინსულტით გარდაცვლილის გული გადამინერგეს“

ქეთი ქარუმიძის სიკვდილზე გამარჯვების ამბავი

21 წლის ქეთი ქა­რუ­მი­ძეს უმძიმესი პერიოდი აქვს გავლილი. მას 13 წლის ასაკ­ში გული გა­და­უ­ნერ­გეს. განვლილ დღეებზე ქეთი ამბები.ჯი-ს უყვება:

.

 

– მე 8 წლის ვი­ყა­ვი, ჩემი და მა­რი­ა­მი – 11-ის, როცა მშობ­ლებ­მა ქარ­თულ ცეკ­ვებ­ზე შეგ­ვიყ­ვა­ნეს. და­ახ­ლო­ე­ბით  1 წელი ვი­ა­რეთ და ჩემს დას მო­უ­ლოდ­ნე­ლად პრობ­ლე­მე­ბი და­ე­წყო – ძა­ლი­ან ად­ვი­ლად იღ­ლე­ბო­და და ტუ­ჩე­ბი ულურ­ჯდე­ბო­და.ას­წავ­ლე­ბელ­მა ჩემი მშობ­ლე­ბი გა­აფრ­თხი­ლა, იქ­ნებ ექიმ­თან მი­იყ­ვა­ნოთ და გა­ი­გოთ, რა იწ­ვევს ამა­სო… როცა შე­ა­მოწ­მეს, გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბა აღ­მო­აჩ­ნდა – რესტრიქ­ცი­უ­ლი კად­რი­ო­მი­ო­პა­თია. კარ­დი­ო­მი­ო­პა­თია სამ­ნა­ი­რია, მაგ­რამ რესტრიქ­ცი­უ­ლი შე­უს­წავ­ლე­ლია. ამას ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ იკ­ვლე­ვენ. იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბაა და მსოფ­ლი­ო­ში თი­თებ­ზე ჩა­მო­სათ­ვლელ ადა­მი­ანს თუ აქვს. მა­რი­ამს კარ­გა ხანს იკ­ვლევ­დნენ, ბევრ ექიმ­თან ჰყავ­დათ. მერე ცეკ­ვე­ბი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს და მხო­ლოდ მე დავ­დი­ო­დი. ერთხე­ლაც ექიმ­მა ჩემს მშობ­ლებს უთხრა, სხვა შვი­ლე­ბი, ანუ თქვე­ნი გო­გო­ნას და-ძმაც შე­ა­მოწ­მე­თო. მა­შინ ჩემი ძმა იო­ა­ნე, რო­მე­ლიც ახლა 12 წლი­საა, ჯერ არ იყო და­ბა­დე­ბუ­ლი, მარ­ტო მე ვი­ყა­ვი და მე შე­მა­მოწ­მეს. აღ­მოჩ­ნდა, რომ გუ­ლე­ბი გაჭ­რი­ლი ვაშ­ლი­ვით ერ­თნა­ი­რი გვქონ­და… მეც იგი­ვე პრობ­ლე­მა აღ­მო­მაჩ­ნდა.

– მოკ­ლედ, ოჯახ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლი სა­ფიქ­რა­ლი გაჩ­ნდა, ბავ­შვებს შე­უს­წავ­ლე­ლი და­ა­ვა­დე­ბა და­გიდ­გინ­დათ…

– კი. ჩვე­ნი კვლე­ვა, დაკ­ვირ­ვე­ბა ჯერ სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. პე­რი­ო­დუ­ლად გარ­კვე­ულ მო­ნა­ცე­მებს უცხო­ეთ­შიც აგ­ზავ­ნიდ­ნენ… ბევ­რი რამ არ მახ­სოვს, რად­გან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, მაგ­რამ რაც მშობ­ლე­ბის­გან ვიცი, ეს არის… მე არა­ნა­ი­რი სიმპტო­მი არ მქონ­და – არც მალე ვიღ­ლე­ბო­დი და არც ტუ­ჩე­ბი მი­ლურ­ჯდე­ბო­და, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცეკ­ვი­დან მეც გა­მო­მიყ­ვა­ნეს. სკო­ლა­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვად დავ­დი­ო­დი.

– მკურ­ნა­ლო­ბას გი­ტა­რებ­დნენ?

– რა­ღაც წამ­ლებს ვსვამ­დით, ჯან­მრთე­ლო­ბას გვი­კონ­ტრო­ლებ­დნენ და ეგ იყო, კვლე­ვით მეტს ვე­რა­ფერს გა­მო­იკ­ვლევ­დნენ, დი­აგ­ნო­ზი სა­ხე­ზე იყო. მდგო­მა­რე­ო­ბა ნელ-ნელა უა­რეს­დე­ბო­და. თან­და­თან გა­უ­ა­რე­სე­ბის პრო­ცე­სი თი­თო­ე­ულ­თან სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად წა­ვი­და. ჩემს დას თრომ­ბო­ცი­ტო­პე­ნია და­ე­მარ­თა. თრომ­ბო­ცი­ტე­ბი დაბ­ლა ეცე­მო­და და სის­ხლი უთხელ­დე­ბო­და. ამის გამო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­აწ­ვი­ნეს და მკურ­ნა­ლო­ბას უტა­რებ­დნენ.

გე­ნე­ტი­კუ­რი ტეს­ტი ჩა­ტარ­და და არ აღ­მოჩ­ნდა გე­ნე­ტი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბა, – სა­ერ­თოდ არა­ვის ჰქო­ნია და აქვს…  ჩემი დის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მე ას­ცი­ტი მე­მარ­თე­ბო­და – მუც­ლის ღრუ­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხე მიგ­როვ­დე­ბო­და. ამი­ტომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ყო­ველ­დღე დრე­ნაჟს მიდ­გამ­დნენ და სი­თხის­გან ნელ-ნელა მცლიდ­ნენ. მა­შინ 10-11 წლის ვი­ყა­ვი…

ბო­ლოს მე უფრო ცუ­დად ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ჩემს დას თრომ­ბო­ცი­ტე­ბის ვარ­დნის გამო, სის­ხლის შე­სა­ს­ქე­ლე­ბელ წა­მალს უნიშ­ნავ­დნენ. სის­ხლი უცებ რომ უს­ქელ­დე­ბო­და, ამას გული ვერ იტან­და და რამ­დენ­ჯერ­მე გა­ი­თი­შა. ერთხე­ლაც დი­ლით სახ­ლში გული წა­უ­ვი­და, გონ­ზე კი მო­ვიყ­ვა­ნეთ, მაგ­რამ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ღა­მით იგი­ვე გა­უ­მე­ორ­და, სამ­წუ­ხა­როდ, გონ­ზე მოყ­ვა­ნა ვე­ღარ მო­ხერ­ხდა და გარ­და­იც­ვა­ლა… 16 წლის იყო.

– რა სამ­წუ­ხა­როა ეს ყვე­ლა­ფე­რი და რა მძი­მე მო­სას­მე­ნი… ფაქ­ტობ­რი­ვად, დი­აგ­ნო­ზის დად­გე­ნი­დან 5 წელი იცხოვ­რა…

– დიახ… ახლა 24 წლის იქ­ნე­ბო­და… მაგ დროს მე 13 წლის ვი­ყა­ვი, რო­გორც გი­თხა­რით, უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა მქონ­და. ჩემს დახ­მა­რე­ბას ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობ­დნენ, სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნას მი­მარ­თავ­დნენ, მაგ­რამ ამ და­ა­ვა­დე­ბის მო­შო­რე­ბის და თა­ვი­დან აცი­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი გზა, გა­მო­სა­ვა­ლი გუ­ლის გა­და­ნერგვაა…  მინ­სკში, ბე­ლო­რუს­ში გა­მო­ი­ძებ­ნა გზა. თუმ­ცა იქაც გუ­ლის გა­და­ნერგვას 18 წლამ­დე არ აკე­თე­ბენ, მაგ­რამ რო­გორ­ღაც მო­ა­ხერ­ხეს და წა­მიყ­ვა­ნეს იქ, სა­დაც 13 წლის ასაკ­ში სა­ო­ცა­რი ოპე­რა­ცია ჩა­მი­ტარ­და…

სი­ტუ­ა­ცია იმ მხრი­ვაც რთუ­ლი იყო, რომ მო­ცუ­ლო­ბით პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, გული კი დიდი ადა­მი­ა­ნის უნდა ყო­ფი­ლი­ყო და ჩემი ტა­ნის ზო­მა­ზე მორ­გე­ბუ­ლი. სის­ხლის ჯგუ­ფიც ძნე­ლი მო­სა­ძებ­ნი იყო… ამი­ტო­მაც სხვა სის­ხლის ჯგუ­ფის გული შე­მი­თავ­სეს, რო­მე­ლიც მე მე­სა­ჭი­რო­ე­ბო­და. დო­ნო­რი სამ კვი­რა­ში გა­მოჩ­ნდა. ინსულ­ტით გარ­დაც­ვლი­ლი, 26 წლის მა­მა­კა­ცის გული გა­და­მი­ნერ­გეს. მის შე­სა­ხებ მეტი არა­ფე­რი ვი­ცით, რად­გან სხვას არა­ფერს ამ­ბო­ბენ, ასე­თი წე­სია…

ჩემს გულს ორ­გა­ნიზ­მი იმ­დე­ნად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და, რომ ახალ გულს ვერ აჰ­ყვა და ძა­ლი­ან დავმძიმ­დი, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია გარ­თულ­და. ამის გამო რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში 4 თვე ვი­წე­ქი, ბო­ლოს გა­და­წყვი­ტეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მო­ვეყ­ვა­ნეთ და ჯო­ე­ნის კლი­ნი­კა­ში და­მაწ­ვი­ნეს. აქაც ორი თვე ვი­წე­ქი, სა­დაც ორ­გა­ნიზ­მი­სა და გუ­ლის ერ­თმა­ნეთ­თან შე­გუ­ე­ბა ნელ-ნელა მოხ­და. ახლა თავს კარ­გად ვგრძნობ, ხან­და­ხან მა­ვი­წყდე­ბა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ვი­ტა­ნე…

გან­საც­დელ­მა, იმ რთულ­მა დღე­ებ­მა მას­წავ­ლა, რომ არ უნდა და­ნებ­დე და ხელი არ უნდა ჩა­იქ­ნიო, ისე­თი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი­დან გა­მოვ­ძვე­რი, რომ, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, მაგ­რამ შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან არ­სე­ბობს გა­მო­სა­ვა­ლი. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მე ეს შევ­ძე­ლი და მად­ლო­ბე­ლი ვარ ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ­ლებ­მაც ამის­თვის ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს. მშობ­ლებ­მა ხომ სა­ერ­თოდ თავი გა­და­დეს… ასე რომ, ცხოვ­რე­ბა სა­ინ­ტე­რე­სოა.

ამბები.ჯი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close