კატეგორიის გარეშესაზოგადოება

,,ინდოეთი ვერ მივა ვერასოდეს კორონა ვირუსით გარდაცვალების იმ პროცენტულობასთან, რაც დასავლეთს აქვს”

,,მდინარე განგში, მის მთელ გაყოლებაზე არამარტო ტანს იბანენ, არამედ იქ ყველანაირ ტანსაცმელსაც ამ წყალში ავლებენ. საათობით არიან წყალში ერთმანეთის გვერდით..."

ინდოეთი
ყოველდღიურად თითქმის 2.800 მდე კორონათი გარდაცვლილი-
გერმანიაზე 10-ჯერ მეტი.
ყოველდღიურად 300.000-ზე მეტი ახალი ვირუსმატარებელი-
გერმანიაზე 12-ჯერ მეტი.
9.000-მდე მართვითი სუნთქვის პაციენტი-
გერმანიაზე 4ჯერ მეტი.
მოსახლეობა 1,4 მილიარდი,
გერმანიაზე 17ჯერ მეტი.
ყოველწლიური სიკვდილიანობა მოსახლეობის მინიმუმ 0,75%ია და ეს გერმანიის სიკვდილიანობაზე 20%ით ნაკლებია
ყოველდღიური სიკვდილიანობაა 29 დან 30 ათასამდე.
ინდოეთი აქამადე კარგად მიდიოდა კორონას სიტუაციით.
ყოველ მილიონ მოსახლეზე 140-მდე გარდაცვლილით გაცილებით უკეთ მდგომარეობაში იყო,
ვიდრე აშშ მილიონ მოსახლეზე 1700 კორონათი გარდაცვლილით,
ვიდრე გერმანია მილიონ მოსახლეზე 978 გარდაცვლილით.
მაშ რა მოხდა?
მართალია ინდოეთი ვერ მივა ვერასოდეს გარდაცვალების იმ პროცენტულობასთან, რაც დასავლეთს აქვს, რადგან უბრალოდ ძალიან ახლაგაზრდაა,
მაგრამ,
ახლა რა მოხდა?
რატომ იმატა ასე კორონავირუსის შემთხვევებმა?
მუტაცია??
თებერვლის ბოლოდან აპრილის ბოლომდე ინდოეთში რიტუალური ტანგაბანვის დროა.
ამ ერთ მდინარე განგში, მის მთელ გაყოლებაზე არამარტო ტანს იბანენ, არამედ იქ ყველანაირ ტანსაცმელსაც ამ წყალში ავლებენ.
საათობით არიან წყალში ერთმანეთის გვერდით და პირობებიც შესაბამისია.
ამას ემატება ბრაზილიური ტიპის პანიკაც,
როცა ბრაზილიელებმა ჯერ არ დაიჯერა უმეტესობამ კორონა და მერე კი დაპანიკებულები მიაწყდნენ ტესტ ცენტრებს,
დაპანიკებულებმა საკუთარი გარდაცვლილების დაკრძალვაც კი ადგილობრივ ხელისუფალს გადააბარეს,
დაპანიკებულმა დამკრძალავმა ინსტიტუციებმა კი უარი თქვეს დაკრძალვის ცერემონიაზე.
გახსოვთ ალბათ ყველას შარშანდელი ნოემბრის ბრაზილიის სურათები.
ესაა სისტემა და არა მუტაცია,
მუტაცია და რამდენიმე ათეული, ყველა ვირუსს ახასიათებს.
ტერმინი მუტანტი პროპაგანდისტულ ტვინისდამაბნელებელი მედიალური მონსტრია.
მუტანტი არის ის ცოცხალი არსება, რომელსაც დამოუკიდებელი არსებობა შეუძლია.
ყველაფერ სხვას ეწოდება მუტაცია,
ასე იყო და ასე დარჩება, მიუხედავად ამ ამაზრზენი ვოკაბულარისა.
ის, რაც ინდოეთში ხდება, ესაა უსისტემობა და არა მუტაცია
ამას ემატება
აფეთქებული ჟანგბადის ბალონები, კუსტარული წარმოების ჟანგბადის ფაბრიკაციები
თანამედროვე ტიპის საავდმყოფოთა დაშორება 200 და 300 კილომეტრამდე.
ამბულატორიული მედიცინა არარსებული.
და მაინც
თუკი ვინმეს სჯერავს, რომ კორონავირუსი ნაღდად არსებობს,
მაშინ ის უფრო უნდა უკვირდეს, რომ ინდოეთი ერთ მილიონ მოსახლეზე გერმანიაზე 10ჯერ და აშშ ზე 14 ჯერ ნაკლები გარდაცვლილით აქმდე ასე როგორ მოვიდა.
თუ მივხედავთ ჯანდაცვის სისტემას,
მიხედილი აქვს ადამიანსაც და ყველაფერს დავამარცხებთ.
მთელი ინდოეთი რომ აცრა ერთ დღეს და მყისიერად,
ახლადინფიცირებულთა რაოდენობას მომავალ კვირეებში და ალბათ თვეებშიც კი ვერ შეამცირებ.
მთავარია ის, რომ ინდოეთს ახლა და დღეს ესაჭიროება პანიკის დაცხრობა, ადამიანების დაწყნარება, საველე ჰოსპიტალები ინტენსიური ეპიკიურით იმ დაახლოებით 10.000მდე მოსავლელი ადამიანისათვის.
1,4 მილიარდ მოსახლეზე ეს არაა ბევრი და კატასტროფული.
კატასტროფა ისაა, რომ ისევ და ისევ არასწორ ინფორმაციას ვაპიარებთ,
არასწორ დასკვნებს ვაკეთებთ,
არასწორ ქმედებებს ვასახელებთ პრიორიტეტად.
ისევე როგორც ინდოეთში, საქართველოში, გერმანიაში თუ ინდონეზიაში,
უპირველესი გასაკეთებელი საქმეა ავადმყოფის, მძიმე ავადმყოფის სწორი მართვა ჰიგიენურად აბსოლუტურად გამართულ ადგილას, იქნება ეს დიდი კლინიკა, ცენტრი თუ საველე ჰოსპიტალი.
აი ესაა უპირველესი პრიორიტეტი და
სხვა ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი.
მერე მოდის აცრა.
გერმანიამ ეს პირველი პრიორიტეტი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ახლა პრიორიტეტია აცრა.
სხვა ქვეყნებში კი სხვა სიტუაციაა.
აცრის ცენტრში რომ ხალხს მიყრი ათასობით და არაჰიგიენურ იძულებიტ პირობებში აცრი,
ეს გაცილებით უფრო საშინელებას გამოიწვევს.
წინ წასვლა თუ გინდა,
გინდ გადახტი, გინდ გაიქეცი, გინდ ნელი ნაბიჯით წადი,
ეს სულერთია,
ჯერ ერთი ფეხი უნდა გადადგა და მერე მეორე,
თუარა,
სკუპ სკუპით თუ იარე, ორივე ფეხი ერთმანეთს მიაბი და მხოლოდ ერთი პრიორიტეტი აღიარე, კოჭლიც გაგასწრებს კარგად ნავარჯიშევსაც კი.
იაგო ფრანგიშვილი, ექიმი
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close