საზოგადოება

იმერელი ექიმების საახალწლო, სიტუაციური მიქსი _ „ყანწის ნაცვლად ჭიპლარი მაქვს ხელში“

იმერეთში, „ხონელიძის კლინიკამ“ საზოგადოებისთვის ახალი წლის მილოცვა, არსებულ თუ მომავალ მომხმარებელთან კომუნიკაცია სახალისო გზით გადაწყვიტა, სიმღერ-სიმღერით წარმოაჩინა კლინიკაში არსებული სიტუაცია, ასევე, ექიმის პროფესიასთან დაკავშირებული საახალწლო „განსაცდელი“ – „მაღარიჩიც ბევრია, ფიცის დაცვაც ძნელია, ყანწის ნაცვლად ჭიპლარი მაქვს ხელში“. როგორ გაჩნდა ვირუსული ვიდეორგიოლის შექმნის იდეა და ვინ იმუშავა მასზე? მარკეტერი გაოცებით წარმოგიდგენთ იმერელი ექიმების კორპორატიულ სიტუაციურ მიქსსა და კლინიკის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის კომენტარს:

 „ჩვენი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, გაგვიჩნდა იდეა, საახალწლოდ, ახალ სიცოცხლესთან დაკავშირებით, ჩაგვეწერა ვიდეორგოლი. გვინდოდა ახალი წლის მილოცვა საზოგადოებისთვის და არ გვქონია პირდაპირი, სარეკლამო მიზანი. თუმცა, მას შემდეგ, რაც ჩვენი იდეის შესახებ 23 წლის, ქუთაისელ დათუნა ფურცვანიძეს ვუთხარით, საკმაოდ განსხვავებული რამ გამოვიდა. დათუნა სამედიცინოზე სწავლობს, მან თვითონ გადაიღო და დაამონტაჟა ჩვენი ვიდეო. ჩვენ მივაწოდეთ უბრალოდ, რა კუთხით და როგორ გვინდოდა გაკეთება. სიმღერის ტექსტებიც თვითონ დაწერა. ვიდეოში ყველა ექიმი ჩვენი კოლექტივის წევრია და თვითონ მღერის“, ეკატერინე ჯავახაძე, „ხონელიძის კლინიკის“ ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი.

https://www.facebook.com/737047429648674/videos/1675904782429596/

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close