„იმდენმა ტკივილმა მოიყარა თავი, რომ…“
„პატარა ვიყავი, როდესაც წავედი სახლიდან, დავიწყე სამსახური“ - რას ყვება აჩიკო სოლოღაშვილი

მსახიობმა და ტელეწამყვანმა აჩიკო სოლოღაშვილმა გადაცემაში „დილა მშვიდობისა, საქართველო” ის წლები გაიხსენა, როცა სახლიდან წავიდა. ამას ოჯახის მხრიდან გარკვეული დაძაბულობაც მოჰყვა, თუმცა მოგვიანებით ფაქტს შეეგუენ.
.
-პატარა ვიყავი, როდესაც წავედი სახლიდან. დავიწყე სამსახური და ჩემს თავს მივეცი ამის უფლება. 19 წლის ვიყავი. იყო მსუბუქი, მაგრამ მუქარა. იყო თბილი საუბარი – „იქნებ არ გინდა, დედიკო, ვინ გაგირეცხავს, ვინ გაჭმევს, ვინ გასმევს”…
იმდენმა ტკივილმა მოიყარა თავი, რომ ჩემს თავს ვეკითხებოდი, ღირდა თუ არა ამის გაკეთება. მერე მივხვდი, რომ მე ძალიან მინდოდა და მათი ტკივილები მეორეხარისხოვანი იყო, ვიდრე ჩემი ლტოლვა დამოუკიდებლობისადმი. მერე იყო დღეში რამდენიმე ზარი, მესიჯი. რა ქენი, ჭამეო?
თითქოს ამან უფრო მეტი გაღიზიანება და მზრუნველობა გამოიწვია. მანამდე თითქოს ასე არ იყო. სახლში როცა ვიყავი, შეიძლებოდა არ დაერეკათ და არ ეკითხათ, ვჭამე თუ არა. სახლიდან გავედი, თუ არა, დაიწყო, ვაიდა, იქნებ მშია, იქნებ ცუდადაა. არ მინდოდა, ჩემი ოჯახისთვის მეტი ტკივილი მიმეყენებინა. გარკვეული ეტაპის მერე მიიღეს ეს მოცემულობა… შეეგუვენ, – ამბობს სოლოღაშვილი გადაცემაში, სადაც საუბარი შეეხებოდა დამოუკიდებელ ცხოვრებას.