საზოგადოება

ნიკა ჩიტაძე არ გამორიცხავს რუსეთის კავშირს განხორციელებულ ტერაქტთან

„არ არის გამორიცხული, რომ რუსეთს სურდა ჩრდილოეთ კავკასიელი ბოევიკების გამოყენება საქართველოში ტერორისტული თუ დივერსიული აქტების განხორციელების მიზნით„- ამ თემასთან დაკავშირებით ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

„ბევრი კითხვა არსებობს, თუ როგორ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ტერორისტებმა, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ე.წ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში, ერთის მხრივ, თუმცა აქ არ არის გამორიცხული შემდეგი, რომ არსებობს ორი ვერსია ერთის მიხედვით შესაძლებელია, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში მოკალათებული ბოევიკები, ტერორისტები – ისინი იყვნენ შეკრულნი რუსეთის სპეცსამსახურებთან და რუსეთი, როგორც ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფო, რომელიც სახელმწიფო ტერორიზმს ანხორციელებს მრავალი წელია.

არ არი გამორიცხული, რომ ვთქვათ რუსეთს სურდა ჩრდილოეთ კავკასიელი ბოევიკების გამოცდა საქართველოში ტერორისტული თუ დივერსიული აქტების განხორციელების მიზნით და საბოლოო ჯამში საქართველოს სახელმწიფოებრივობის დასუსტების მიზნით. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს არაერთხელ გამოუყენებია ჩრდიელთ კავკასიელი ბოევიკები გავიხსენოთ: ომი აფხაზეთში,ტერორისტული აქტები საქართველოს მეორე პრეზიდენტის შევარდნაძის წინააღმდეგ“- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close