საზოგადოება

,,ივანიშვილის ხელისუფლება სამშობლოსთვის თავდადებულ ჯარისკაცებს დევნა-რეპრესიებისთვის იმეტებს”

ლეიბორისტული პარტიის განცხადება:

,,რუსი ოლიგარქი ივანიშვილის ხელისუფლება, ქვეყნის მტრის საამებლად, აგრძელებს საქართველოსთვის თავდადებული ჯარისკაცების დევნა_შევიწროება_პროვოკაციებს. შეთითხნილი და პროვოკაციული ბრალდებით, ამჯერად დაკავებულია 2008 წლის ომისა და ყველა საერთაშორისო სამშვიდობო მისიის მონაწილე, ,,სამშობლოსათვის უმწიკვლო სამსახურის“, ,,საბრძოლო დამსახურების“ და სხვა არაერთი მედლით დაჯილდოებული , საქართველოს შეიარღებული ძალების უფროსი ლეიტენანტი ხვიჩა შარაშენიძე.

ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო ზრუნავდეს ჯარისკაცებზე, რომლებიც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად იცავენ სამშობლოს, დღევანდელი ხელისუფლება მათ უსამართლო დევნა-რეპრესიებისთვის იმეტებს.

ლეიბორისტული პარტია მკაცრად გმობს ხვიჩა შარაშენიძის უსაფუძვლო დაპატიმრებას და კატეგორიულად მოითხოვს მის დაუყონებლივ გათავისუფლებას.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close