პოლიტიკა

,,ივანიშვილის სპეცსამსახურებს რესურსები არჩევნების გაყალბებისთვის რომ არ მიეძღვნათ, ეს არ მოხდებოდა”

,,ივანიშვილის სპეცსამსახურებს რომ ეზრუნათ ტერორიზმის პრევენციაზე, ხოლო თავიაანთი რესურსები ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ ბრძოლისა და მთლიანად არჩევნების გაყალბებისათვის არ მიეძღვნათ, შუაგულ თბილისში ტერორისტები ვერ მოაწყობდნენ შეიარაღებულ ბაზებს. იმედია, მოსახლეობასა თუ ოპერატიულ მუშაკებზე მიყენებულ ზარალს, ამჯერად მაინც აანაზღაურებს ქართუ ფონდი.

P.S სამაგიეროდ, ყველა ჯურის სპეც-ოპერატიულმა სამსახურმა ტერორისტთა დისლოკაციის გამოკლებით, ზეპირად იცის ბიძინას ანდერძი იმის შესახებ, რომ ლეიბორისტულმა პარტიამ 100 პროცენტიც რომ მივიღოს, 4 პროცენტზე მეტი არ უნდა დაეწეროს. ასევე, ტერორისტთა ბაზების ნაცვლად მამაო ჩვენოსავით არ ავიწყდებათ სად რამდენი სოციალურად დაუცველი ამომრჩეველია, რომლთა ყიდვა და არჩევნებზე მოყვანა ყველაზე სასიამოვნო სპეცოპერაციაა მათთვის, არ ეშლებათ რამდენმა მიცვალებულმა, რამდენმა ემიგრანტმა და საბიუჯეტო მუშაკმა უნდა დაუჭიროს მხარი საყვარელ პარტიასა და მთავრობას. ტერორისტები მიმიქარავს იმ ხალხის მათგან დაშინებაში, ვინც ოპოზიციურადაა განწყობილი. და ამდენი კეთილი საქმის შემდეგ, ჩვენ უმადურნი კიდევ ვითხოვთ, მთავრობამ დაგვიცვას ტერორიზმისგან” _ აცხადებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close