მსოფლიო

იემენის მოსახლეობას შიმშილობა ემუქრება

როგორც გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ჰუმანიტარულ საკითხებში მარკ ლოუკოკმა განაცხადა, თუ საუდის არაბეთი კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს, იემენის მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური შიმშილი ემუქრება, რასაც შესაძლოა, მილიონობით ადამიანი ემსხვერპლოს.

გაერო-ს მონაცემებით, ამჟამად ქვეყანაში შიმშილის ზღვარზე შვიდი მილიონი ადამიანი იმყოფება. ამასთან, 900 ათასი ადამიანი ქოლერით არის დაავადებული.

იემენში შეიარაღებული კონფლიქტი 2014 წლიდან გრძელდება. შიიტმა ჰუსიტებმა იემენის დედაქალაქი სანა 2015 წელს დაიკავეს. საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი არაბული კოალიცია ჰუსიტების წინააღმდეგ იბრძვის და მხარს გაქცეულ პრეზიდენტ, მანსურ ჰადის უჭერს.

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close