სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო ქუთაისის ამაღლების ტაძრის, სადაც სასწაულმოქმედი ხატებია დაბრძანებული. ვიდეოს ავტორი ამბობს, რომ ვისაც დაოჯახება სურს, სამჯერ უნდა მოილოცოს.
.
-ქუთაისში, საფიჩხიაზე მდებარეობს ამაღლების სახელობის ტაძარი, სადაც ორი სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის ხატია დაბრძანებული, რომლებიც სამჯერ უნდა მოილოცოთ. რა თქმა უნდა, აუცილებელია ადამიანი თვითონ ცხოვრობდეს ღვთაებრივად, აღსარებით, ზიარებით, პასუხისმგებლობით და მოემზადოს დაოჯახებისთვის. იმედია, ბევრი ადამიანი მოილოცავს და ბევრ სასიხარულო ამბავს გავიგებთ, როგორიც არის დაოჯახება.