მსოფლიო
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები იაპონიის დასავლეთ სანაპიროებთან, ადგილობრივი დროით 16:59 საათზე მოხდა.
ამ დრომდე დაშავებულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
შეგახსენებთ, რომ იაპონიაში 20 სექტემბერსაც მოხდა ძლიერი მიწისძვრა.